უკრაინული სამზარეულოს სიამაყე კრუჩენიკები

964

უკრაინული სამზარეულო ნამდვილი ხელოვნებაა, ეს კერძი კი მისი განუყრელი ნაწილია.

ინგრედიენტები

  • 500გ ღორის ფილე
  • 0,5 ჩაის კოვზი მარილი
  • 0,5 ჩაის კოვზი დაფქული წიწაკა
  • კარაქი
  • 0,5 ჭიქა არაჟანი
  • 2-3 სუფრის კოვზი კეჩუპი

სოკოს შიგთავსისთვის

  • 200გ სოკო
  • 1 ხახვი
  • მარილი და წიწაკა
  • მცენარეული ზეთი

ბრინჯის შიგთავსისთვის

  • 100გ მოხარშული ბრინჯი
  • 50გ შავი ქლიავი
  • 50გ გამომშრალი გარგარი
  • 1 ხახვი
  • მარილი და წიწაკა
  • მცენარეული ზეთი

მომზადება

1.დაჭერით ხორცი ფირფიტებად.

2.თანაბრად დაბეგვეთ ხორცი. მოაყარეთ მარილი და წიწაკა.

3.მოათავსეთ ქაღალდის ხელსახოცზე.

4.წვრილად დაჭერით სოკო.

5.მოაყარეთ მარილი და შეწვით ზეთში. გადაიტანეთ ცალკე ჯამში.

6.ქლიავი და გარგრარი მოათავსეთ ცხელ წყალში 5 წუთი, რათა დარბილდეს.

7.ტაფაზე მოთუშეთ ხახვი. დაუმატეთ დაჭრილი მშრალი ხილი და მოთუშეთ 5 წუთი.

8.დაუმატეთ მოხარშული ბრინჯი, მარილი და წიწაკა.

9.ხორცზე მოათავსეთ ორივე სახის შიგთავსი.

10.გადაახვიეთ რულეტისებურად და შეკარით ძაფებით.

11.შეწვით ზეთში დაბალ ცეცხლზე.

12.არაჟანს დაუმატეთ კეჩუპი.

13.რულეტები მოათავსეთ ქვაბში.

14.მოასხით სოუსი და მოთუშეთ 30 წუთი დაბალ ცეცხლზე.

გემრიელად მიირთვით!