კომბოსტოს რულეტების ამოვსება ბრინჯით სავალდებულო არ არის. შიგთავსი შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი. მაგალითად – ყველი, ხორცეული და ბოსტნეული.
ინგრედიენტები
- კომბოსტო 1 ცალი
- კარტოფილი 300გ
- კარაქი 30გ
- შებოლილი ქათმის ფილე 300გ
- ყველი 200გ
- კვერცხი 2 ცალი
- ხორბლის ფქვილი 1 სუფრის კოვზი
- მარილი და შავი წიწაკა
- ოხრახუში
- პაპრიკა
მომზადება
1.დაარბილეთ კომბოსტოს ფურცლები მიკროტალღურ ღუმელში ან დაასხით ცხელი წყალი. შებოლილი ფილე დაჭერით კუბიკებად. გაასუფთავეთ და დაჭერით კარტოფილი.
2.მოხარშეთ კარტოფილი მარილიან წყალში. დაუმატეთ კარაქი და დაჭყლიტეთ. მოაყარეთ ქათამის ხორცი, მარილი და სასურველი სანელებლები.
3.ასევე დაუმატეთ დაჭრილიმწვანილი და გახეხილი ყველი. მოურიეთ, 1-1,5 სუფრის კოვზი შიგთავსი მოათავსეთ კომბოსტოს ფურცელზე. შეახვიეთ.
4.ცალკე ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ ფქვილი, მარილი, წიწაკა და პაპრიკა. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი. რულეტები ამოავლეთ ცომში და შეწვით ტაფაზე.
რულეტები შეწვით ორივე მხრიდან. შემდეგ მოათავსეთ ხელსახოცზე, რათა მოსცილდეს ზედმეტი ცხიმი.
გემრიელად მიირთვით!