“რაფაელო” საკუთარი ხელით – არ მოგიწევთ რაიმეს თქვეფა ან გაცხელება. მაღაზიის ვარიანტს აღარც კი განვიხილავთ

12763

იტალიური კომპანიის, “ფერეროს” სახელგანთქმული კანფეტები, სახელწოდებით “რაფაელო”, დიდსა თუ პატარას, ყველას ძალიან გვიყვარს. ქოქოსის ხრაშუნა ბურთები უგემრიელესი შიგთავსითა და თხილის მარცვლით მართლაც საოცრად გემრიელი და არომატულია.

“რაფაელოს” ანალოგიური ბურთების მომზადებას მარტივად შეძლებთ სახლის პირობებში. თქვენ არ მოგიწევთ არაფრის თქვეფა, გაცხელება ან კულინარიული ნიჭის გამოვლინება რაიმე სხვა ფორმით, რადგან დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ ძალიან მარტივ ინსტრუქციას, თუ როგორ მოვამზადოთ ეს უგემრიელესი ბურთები დამოუკიდებლად, სწრაფად და მარტივად.

სახლის “რაფაელო”

ინგრედიენტები:

  • 300 მლ შედედებული რძე (სგუშონკა)
  • 200 გრამი კარაქი
  • 200 გრამი ქოქოსის ფხვნილი
  • 1 ჭიქა ნუში
  • 1 ჩ.კ. ვანილის ესენცია

მომზადება: 

1. დაასხით ნუშს მდუღარე წყალი და დააყოვნეთ 5-10 წუთით, შემდეგ გადაღვარეთ სითხე და კიდევ ერთხელ დაასხით მდუღარე წყალი. დააყენეთ რამდენიმე წუთით და შემდეგ შეუდექით მის გასუფთავებას კანისგან (დამდუღვრის შემდეგ ნუშის გაწმენდა საგრძნობლად გამარტივდება).

2. როდესაც ნუშის მარცვლებს კარგად გაასუფთავებთ, გამოაშრეთ, მოხალეთ ისინი ოდნავ გაცხელებულ ტაფაზე.

3. დარბილებული, ოთახის ტემპერატურის კარაქი შეურიეთ ვანილის ესენციაში და შედედებულ რძეში.

4. ჩაამატეთ მასაში 150 გრამი ქოქოსის ფხვნილი და ურიეთ კარგად ერთგვაროვანი კონსისტენციის მიღებამდე.

5. გამზადებული მასა აუცილებლად უნდა დატოვოთ მაცივარში 1 დღე-ღამით, რის შემდეგაც უნდა შეუდგეთ პატარა ბურთების ფორმირებას.

6. თითოეულ ბურთს ცენტრში მოუთავსეთ 1 ცალი ნუში.

7. მზა კანფეტები ამოავლეთ ქოქოსში.

8. აუცილებლად შეინახეთ ისინი მაცივარში, რადგან ოთახის ტემპერატურაზე ისინი აუცილებლად დადნება.

9. გემრიელად მიირთვით!

საკმაოდ ძვირადღირებული “რაფაელოს” ეს ალტერნატივა აუცილებლად შეგიყვარდებათ, როდესაც მას დააგემოვნებთ. მოგეწონათ რეცეპტი? მაშინ აუცილებლად გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!