რატომ უნდა დავუმატოთ ფენებიან სალათს “შავი ოქრო”

523

დედაჩემი ყოველთვის ამბობდა: უნდა ამზადებდე გემრიელ, ნოყიერ და ორიგინალურ კერძებს – სწორედ ასეთი კერძები ხდის დიასახლისებს საუკეთესოებად. კარგი იდეა გჭირდებათ სალათისთვის? მე შემოგთავაზებთ! ფენოვანი სალათი შავი ქლიავით. მე ამ სალათს ძალიან ხშირად ვამზადებ და ყოველ ჯერზე ძალიან კმაყოფილი ვრჩები.

ინგრედიენტები

  • 300გ ქათმისფილე
  • 150გ ყველი
  • 2 სტაფილო
  • 2 მწნილი კიტრი
  • 3-4 ხახვი
  • 2-3 კვერცხი
  • 1-2 კბილი ნიორი
  • 200გ შავი ქლიავი
  • 350გ მაიონეზი
  • 3 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი

მომზადება

1.პირველი ფენა – მოხარშული ფილე, დაწეწეთ. წაუსვით მაიონეზი.

2.სტაფილო გახეხეთ, დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი და მოთუშეთ მცენარეულ ზეთში. გაგრილებული მასა ამოიყენეთ მეორე ფენად.

3.შემდეგი ფენა – წინასწარ მოასხით ცხელი წყალი შავ ქლიავს და წვრილად დაჭრილი მოათავსეთ სალათზე, მოასხით მაიონეზი.

4.ზემოდან მოაყარეთ ყველი და მოასხით მაიოენზი.

5.მეხუთე ფენისთვის გახეხეთ კიტრი.

6.მეექვსე ფენა: წვრილად დაჭრილი მოთუშული ხახვი.

7.ბოლო ფენისთვის გახეხეთ მოხარშული კვერცხი და წაუსვით მაიონეზი.

გააფორემთ სალათი თქვენი გემოვნებით.

გემრიელად მიირთვით!