წიწიბურა ტუშონკით
- 1,5 ჭიქა წიწიბურა
- 1 ქილა ტუშონკა
- 1 ხახვი
- 1 სტაფილო
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
მომზადება
- ტაფაზე დაყარეთ წიწიბურა, მოხალეთ.
- მეორე ტაფაზე გაალღვეთ ტუშონკის ცხიმი. შეწვით ხახვი, სტაფილო.
- დაუმატეთ ტუშონკა, ჩანგლით დაჭყლიტეთ. მოაყარეთ სანელებლები და მოთუშეთ 3 წუთი. მოაყარეთ წიწიბურა.
- მოასხით 2 ჭიქა ცხელი წყალი. მოაყარეთ მარილი. მოურიეთ და მოთუშეთ 15 წუთი.
- მზა წიწიბურას მოურიეთ, გამორთეთ ცეცხლი და დააფარეთ ტაფას თავსაფარი. დაელოდეთ 10 წუთი. გააფორმეთ მწვანილით.
ტუშონკის სუპი მაკარონით
- 3ლ წყალი
- 3 კარტოფილი
- 340გ ღორის ხორცი
- 1 სტაფილო
- 1 ხახვი
- 150გ მაკარონი
- 20გ მზესუმზირის ზეთი
- 1 დაფნის ფოთოლი
- ოხრახუში
- დაფქული წიწაკა
- მარილი
მომზადება
- აადუღეთ წყალი. ამასობაში გაასუფთავეთ და დაჭერით კარტოფილი. მოასხით წყალი და მოხარშეთ 15 წუთი. კუბიკებად დაჭერით ხახვი.
- გაასუფთავეთ სტაფილო და გახეხეთ. სტაფილო და ხახვი მოთუშეთ ტაფაზე.
- კარტოფილს დაუმატეთ მაკარონი და შემწვარი მასა. მოურიეთ.
- მოაყარეთ მარილი და წიწაკა.
გემრიელად მიირთვით!