შინ მომზადებული ძეხვი ორი სახეობის ხორცისგან: ზომიერად წვნიანი, სურნელოვანი და ნაზი

1631

რამდენიმე წელია, მე და ჩემმა მეუღლემ უარი ვთქვით მაღაზიის ძეხვებზე, მთავარი მიზეზი კი – საზიანო დანამატებია.

მაგრამ ორგანიზმი დროდადრო მაინც ითხოვს ამ პროდუქტს, ამიტომ მოვიძიე მარტივად მოსამზადებელი ძეხვის რეცეპტი ყველით. შინ მომზადებული ძეხვი მართლაც იდეალური გამოდის. აუილებლად მოამზადეთ და ნამდვილად არ ინანებთ!

ინგრედიენტები

  • 500 გრ ქათმის ფილე
  • 250 გრ ღორის ხორცი
  • 100 გრ მაგარი ყველი
  • 1 ც ხახვი
  • 1 კბ ნიორი
  • 10 გრ ჟელატინი
  • 1 მწ მუსკატის თხილი
  • 1 ჩ.კ. პაპრიკა
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. დაჭერით ქათმის ფილე და დააბლენდერეთ. დაჭერით წვრილად ღორის ხორცი.

2. დაჭერით წვრილად ხახვი და ნიორი, დაუმატეთ ფარშს. შემდეგ დაუმატეთ კუბებად დაჭრილი ყველი, სუნელები, ჟელატინი და კარგად მოურიეთ.

3. დაანაწილეთ მასა და სათითაოდ გაახვიეთ საკვების ცელოფანში მჭიდროდ ისე, რომ ჰაერი არ შევიდეს. შექმენით ძეხვები და მოუჭირეთ კუთხეებს.

4. მოათავსეთ ძეხვები მდუღარე წყლის ორთქლზე და მოამზადეთ 1 საათის განმავლობაში.

5. ამოავლეთ ცივ წყალში და შედგით მაცივარში 2 საათით. მირთმევის წინ მოხსენით ცელოფანი და დაჭერით.

შინ მომზადებული ძეხვი შეგიძლიათ გამოიყენოთ ბუტერბროდებში, სალათებში, მობრაწულებში. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!