ნოყიერი კერძის ხსენებისას, აუცილებლად მახსენდება კარტოფილისგან მომზადებული კერძები. ეს ნამდვილად უნივერსალური ინგრედიენტია, რომელიც შეგიძლიათ მოხარშოთ, შეწვათ, გამოაცხოთ და ნებიემიერ ვარიანტში საოცრად გემრიელ შედეგს მიიღებთ.
ქათმის ფილე კარტოფილით
ინგრედიენტები
- 3 ქათმის ფილე
- 1 ჩაის კოვზი პაპრიკა
- 0,5 ჩაის კოვზი კარრი
- 1 ჩაის კოვზი ორეგანო
- 1-2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
- 1 ჩაის კოვზი მარილი
- წიწაკა
მომზადება
- გაასუფთავეთ და დაჭერით კარტოფილი 8 ნაწილად გრძლად. მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაში, დაუმატეთ 0,5 ჩაის კოვზი მარილი, პაპრიკა და ორეგანო. მოასხით ზეთი და კარგად მოურიეთ.
- დაჭერით ფილა წვრილად, მოაყარეთ დარჩენილი სანელებლები. ერთი მხრიდან გაუყარეთ ხის წკირი.
3.კარტოფილი მოათავსეთ ღუმელის ქვედა ნაწილში, ხოლო ზემოდან ცხაურზე კი გადაანაწილეთ ფილე. გამოაცხეთ 35 წუთი 170 გრადუსზე.
ქათმის ბარკალი იოგურტში
ინგრედიენტები
- 2 ქათმის ბარკალი
- 200გ იოგურტი
- 0,5 ჩაის კოვზი პაპრიკა
- 6-8 მოხაკი
- 0,5 ჩაის კოვზი ძირა
- 2 კბილი ნიორი
- 0,5 ჩაის კოვზი კაკალი ქინძი
- 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
- 0,5 ჩაის კოვზი კურკუმა
- 2 დარიჩინის ჩხირი
- 1 ლაიმი
- 0,5 ჩაის კოვზი კარდამონი
- 4-5 კარტოფილი
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
მომზადება
- გაასუფთავეთ კარტოფილი, დაჭერით, მოაყარეთ მარილი და წიწაკა.
- იოგურტს დაუმატეთ პაპრიკა, ნიორი, კურკუმა, ძირა, მიხაკი, ქინძი, კარდმონი, ზეთი, დარიჩინი, ლაიმის წვენი და 0,5 ჩაის კოვზი მარილი.
- ბარკლები მოათავსეთ ფორმაში და დაჩხვლიტეთ ხის წკირებით. მოასხით სოუსი და მოაცალეთ წკირები.
- დაუმატეთ კარტოფილი და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 45 წუთი.
ქათმის ბარკლის ნამცხვარი
ინგრედიენტები
- 1 ხახვი
- 4 ქათმის ბარკალი
- 1 ბულგარული წიწაკა
- 200მლ რძე
- 350გ ფქვილი
- 1 ჩაის კოვზი გმაფხვიერებელი
- 0,5 ჩაის კოვზი ნივრის ფხვნილი
- 1 ჩაის კოვზი პაპრიკა
- 0,5 ჩაის კოვზი კაკალი ქინძი
- 2 კვერცხი
- 1-2 პომიდორი
- 2 კარტოფილი
- 100მლ მცენარეული ზეთი
- 1,5 ჩაის კოვზი მარილი
- სიმითის მარცვლები
მომზადება
- რძეს დაუმატეთ 50მლ ზეთი, კვერცხი, ფქვილი, გამაფხვიერებელი და 1 ჩაის კოვზი მარილი. მოზილეთ ცომი.
- პაპრიკას დაუმატეთ ქინძი, ნიორი და მარილი. მიღებული მასა წაუსვით ბარკლებს.
- შეწვით კარტოფილი, გადაიტანეთ თეფშზე და ტაფაზე შეწვით ხორცი.
- ბარკლები შეწვით ყველა მხრიდან, დაუმატეთ ხახვი და ბულგარული წიწაკა. დააფარეთ თავსაფარი და მოამზადეთ 10 წუთი.
- ცომი გაყავით 2 ნაწილად. ერთი გააბრტყელეთ მრგვლად და მოათავსეთ ფორმაზე. ზემოდან გადაანაწილეთ ბარკლები, მათ შორის მოათასვეთ კარტოფილი და ბოსტნეული.
6.დაჭრილი პომიდორი გადაანაწილეთ ზემოდან. შიგთავსს დააფარეთ მეორე ფენა ცომი. წაუსვით ათქვეფილი კვერცხი და მოაყარეთ სიმითის მარცვლები. გამოაცხეთ 25 წუთი 180 გრადუსზე.
გემრიელად მიირთვით!