უდონი ქათმით და ბოსტნეულით სოიოს სოუსში

790

იაპონია ჩემი საყვარელი ქვეყანაა, უბრალოდ ვგიჟდები მათ კულტურაზე და განსაკუთრებით სამზარეულოზე. უდონი ქათმით და ბოსტნეულით აუცლებლად უნდა დააგემოვნოთ.

ინგრედიენტები

  • ლაფშა 200გ
  • წყალი 1,5ლ
  • ქათმის ფილე 250გ
  • ბულგარული წიწაკა 1 ცალი
  • სტაფილო 1 ცალი
  • ყაბაყი 1 ცალი
  • სოიოს სოუსი 3 სუფრის კოვზი
  • სიმითის მარცვლები 20გ
  • მარილი 1 ჩაის კოვზი
  • მზესუმზირის ზეთი 40მლ
  • მწვანე ხახვი

მომზადება

1.პირველ რიგში მოამზადეთ პროდუქტები. გარეცხეთ ფილე და გააშრეთ. დაჭერით წვრილად.

2.გაასუფთავეთ ბოსტნეული და გარეცხეთ. სტაფილო და ყაბაყი დაჭერით წვრილად. წიწაკა კი გრძლად.

3.მოხარშეთ ლაფშა მარილიან წყალში 5 წუთი. მოურიეთ, რათა ლაფშა არ მიეკროს ერთმანეთს. გადაასხით ცხელი წყალი და უდონი გარეცხეთ ცივით.

4.ტაფაზე კარაქში შეწვით ქათამი. 2-3 წუთის შემდეგ დაუმატეთ ბოსტნეული. მოამზადეთ 5-7 წუთი.

5.ტაფაზე გადაიტანეთ ლაფშა და მოასხით სოიოს ზეთი. მოამზადეთ 3-4 წუთი. მზა კერძი გადაანაწილეთ თეფზშებზე.

გემრიელად მიირთვით!