ლავაშის სამკუთხედები ინდაურით და ყველით

1143

ამ კერძს ხშირად ვამზადებ სამსახურში წასაღებად. მარტივი და სწრაფი რეცეპტი საშუალებას მაძლევს სიხარულით მოვამზადო.

მე ვიყენებ ინდაურის ფილეს, რომელიც საოცრად უხდება ბულგარულ წიწაკას, სოიოს სოუსს და ყველს. ნივრის დახმარებით პიკანტურობა დაბალანსებულია.

ინგრედიენტები

  • ინდაურის ფილე 250გ
  • ბულგარული წიწაკა 1 ცალი
  • მარილი 0,25 ჩაის კოზვი
  • სოიოს სოუსი 2 სუფრის კოვზი
  • შავი წიწაკა 0,25 ჩაის კოვზი
  • ზეითუნის ზეთი 5 სუფრის კოვზი
  • ოხრახუში
  • ტყველი 80გ
  • კვერცხი 2 ცალი
  • ნიორი 1 კბილი
  • კარაქი 40გ

მომზადება

  1. გააცხელეთ ტაფაზე ზეთი, შეწვით დაჭრილი ფილე და ბულგარული წიაკა. მოაყარეთ მარილი, წიწაკა, მოასხით სოუსი, დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი და მოურიეთ.
  2. შიგთავსი მოათავსეთ ჯამში, დაუმატეთ მესამედი გახეხილი ყველი და მწვანილი.
  3. დაჭერით ლავაში, წაუსვით ზეთი. მოათავსეთ შიგთავსი და გადაახვიეთ.
  4. ამოავლეთ კვერცხში და შეწვით ზეთში.

გემრიელად მიირთვით!