დედის ორცხობილა, რომელიც ძალიან მიყვარს

2330

ბავშვობის რეცეპტები ძალიან მიყვარს. მათი წყალობით იმ დროში ვბრუნდები, როცა დედა დაფუსფუსებდა სამზარეულოში და გემრიელ კერძებს ამზადებდა.

დღეს მე დედის რეცეპტის მიხედვით მოგიმზადებთ უგემრიელეს ორცხობილას. საჭიროა ფქვილი, შაქარი და მოთმინება.

ინგრედიენტები

  • 100გ შაქარი
  • 250გ ფქვილი
  • 0,5 ჭიქა თბილი რძე
  • 100გ გამღვალი კარაქი
  • 2 კვერცხი
  • 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი

მომზადება

სწრაფი შედეგის მისაღებად მისერი აუცილებლად დაგეხმარებათ. თავდაპირველად კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ. შემდეგ დაუმატეთ ფქვილი, კარაქი, რძე და გამაფხვიერებელი.

გამოაცხეთ სასურველ ფორმებში.

მდლენი

ინგრედიენტები

  • 120გ ფქვილი
  • 2 კვერცხი
  • 80გ შაქარი
  • 90გ კარაქი
  • 1 სუფრის კოვზლი ლიმონის წვენი

მომზადება

კარაქს დაუმატეთ შაქარი და კვერცხი. კარაქი უნდა იყოს ოდნავ გამღვალი. ფრთხილად ათქვიფეთ ყველაფერი, დაუმატეთ ლიმონის წვენი და ფქვილი. კარგად მოურიეთ და გაოაცხეთ 200 გრადუსზე 13 წუთი.

კალლი

ინგრედიენტები

  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1 ჭიქა ხორბლის ფქვილი
  • 4 კვერცხი
  • მარგარინი
  • ვანილი

მომზადება

კვერცხს დაუმატეთ ვანილი და შაქარი. არ ათქვიფოთ, უბრალოდ მოურიეთ. დაუმატეთ ფქვილი და მოურიეთ. თხელი ცომი ჩაასხით ცხიმიან ფორმაში.

1 ულუფა – დაახლოებით 5 ჩაის კოვზი. გამოაცხეთ 200 გრადუსზე 5 წუთი.  სანამ ორცხობილა ცხელი გააფორმეთ.

ლღობადი მომენტები

ინგრედიენტები

  • 230გ ოთახის ტემპერატურის კარაქი
  • ნახევარი ჭიქა შაქრის ფხვნილი
  • 1 ჩაის კოვზი ვანილი
  • 1,5 ჭიქა ფქვილი
  • მესამედი ჭიქა სახამებელი

მომზადება

კარაქი ათქვიფეთ შაქრის ფხვნილთან, შემდეგ დაუმატეთ ვანილი. ათქვიფეთ დაბალ სიჩქარეზე, მოაყარეთ სახამებელი. ცომი გადაიტანეთ გამოსაცხობ ფორმაზე, შეგიძლიათ გამოიყენოთ საკონდიტრო ტომარა. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 25 წუთი.

ვაშლი

ინგრედიენტები

  • 60გ შაარი
  • 2 კვერცხი
  • 100გ კარაქი
  • 250გ ფქვილი
  • მწიკვი მარილი
  • 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 1 სუფრის კოვზი ლიმონი
  • 2 ვაშლი
  • 1 ვანილი
  • 1 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი

მომზადება

ათქვიფეთ კვერცხი, შაქარი, ვანილი. დაუმატეთ კარაქი და ისევ ათქვიფეთ. დაუმატეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და მარილი. წვრილად დაჭერით ვაშლი და მოასხით ლიმონის წვენი, დაუმატეთ ცომს. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 20 წუთი.

კლასიკური ფხვიერი ორცხობილა

ინგრედიენტები

  • 125გ მარგარინი
  • 3 კვერცხი
  • 150გ შაქარი
  • 200გ ფქვილი

მომზადება

გაალღვეთ მარგარინი, დაუმატეთ კვერცხი და შქარი. მოაყარეთ ფქვილი, მოურიეთ. სქელი ცომი გადაიტანეთ ფორმაზე და გამოაცხეთ.

ორცხობილა – ყვავილი

ინგრედიენტები

  • 200გ ფქვილი
  • 150გ კარაქი
  • 6 სუფრის კოვზი არაჟანი
  • 100გ შაქარი
  • მარილი
  • 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი ვანილი
  • 2 სუფრის კოვზი კაკაო ან გახეხილი შოკოლაადი

მომზადება

ფქვილი და მარგარინი კარგად გადაურიეთ ერთმანეთს. შემდეგ დაუმატეთ დარჩენილი ინგრედიენტები : შაქარი, მარილი, არაჟანი, ფქვილი, ვანილი და გამაფხვიერებელი. ცომის ნახევარს დაუმატეთ კაკაო. ორივე ნაწილი შეინახეთ მაცივარში.

გააბრტყელეთ ცომი და დაჭერით რგოლებად. ერთი ყვავილი შედგება 2 – თეთრი და 2- შავი რგოლისგან. ისინი რიგრიგობით უნდა ააწყოთ. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 15 წუთ.

ხაჭოს ორცხობილა

ინგრედიენტები

  • 200გ მარგარინი
  • 250გ ხაჭო
  • 1 ჭიქა ფქვილი
  • ვანილი სურვილისამებრ

მომზადება

დაჭყლიტეთ მარგარინი, დაუმატეთ ხაჭო, ფქვილი და ვანილი. გააბრტყელეთ ცომი თხლად, ამოჭერით ჭიქით ფორმები. მოაყარეთ შაქარი და გამოაცხეთ.

გემრიელად მიირთვით!