ამ კერძის ღამით ჭამამ არ შეგაშინოთ – თქვენს ფიგურას ვერაფერს ავნებს

771

თუ თქვენს ბავშვებს კომბოსტო არ უყვართ, ამ კერძის გასინჯვის შემდეგ აუცილებლად შეუყვარდებათ.

რაც მთავარია, ეს კერძი თქვენს ფიგურას ვერაფერს ავნებს.

ინგრედიენტები

  • 500გ ფარში
  • 400გ კომბოსტო
  • 50გ შვრიის ფანტელი
  • 2 კვერცხი
  • 1 ხახვი
  • 2 სტაფილო
  • 1 სუფრის კოვზი პომიდვრის პასტა
  • მარილი, წიწაკა და სანელებლები გემოვნებით

მომზადება

1.დააქუცმაცეთ კომბოსტო. 10 წუთი მოასხით ცხელი წყალი. გადაიტანეთ თუშფალანგზე, რათა სითხე ჩამოიწრიტოს.

2.ახლა მოვამზადოთ ფარში. მას დაუმატეთ შვრიის ფანტელები, კვერცხი, მარილი და სანელებლები. მოაყარეთ წიწაკა. ბოლოს დაუმატეთ კომბოსტო.

3.მოზელილი ფარში დაასვენეთ, რათა ფანტელები ამოფუვდეს.

4.სტაფილო და ხახვი შეწვით ზეთში. შემდეგ დაუმატეთ პომიდვრის პასტა.

5.მოაყარეთ მარილი, სანელებლები. დაბალ ცეცხლზე გააჩერეთ რამდენიმე წუთი.

6.გამოაცხეთ 190 გრადუსზე 45 წუთი.

გემრიელად მიირთვით!