თურქული სამზარეულო, ჩემი სუსტი წერტილია, ამის თქმა თამამად შემიძლია. მათ ტკბილეულზე უბრალოდ გონებას ვკარგავ. თურქეთიდან ჩამოსვლის შემეგ, ბაზლამას სახლშიც ძალიან ხშირად ვამზადებ.
თქვენ დაგჭირდებათ, მხოლოდ 4 ინგრდიენტი. ეს კერძი ძალიან მარტივად და სწრაფად მზადდება.
ინგრედიენტები
- რძე 180მლ
- წყალი 180მლ
- საფუარი 10გ
- ხორბლის ფქვილი 550გ
- მარილი 1 ჩაის კოვზი
- კარაქი 75გ
- ოხრახუში 15გ
- ნიორი 1 კბილი
მომზადება
1.ღრმა ჯამში მოათვსეთ ოთახის ტემპერატურის რძე. მასში გახსენით საფუარი, მარილი და ფქვილი.
2.მოზილეთ რბლი ცომი, უნდა გამოვიდეს საკმაოდ წებოვანი. დაელოდეთ 1,5 საათი ამოფუებას.
3.მზა ცომი ჩაზილეთ და გაყავით 4 ნაწილად. გააბრტყელეთ. კარგად გააცხელეთ ტაფა, არ დაასხათ ზეთი.
4.შეწვით 1-1 წუთი ორივე მხრიდან. გაალღვეთ კარაქი, დაუმატეთ მარილი და დაჭყლეტილი ნიორი.
5.მოაყარეთ მწვანილი და მოურიეთ ინგრედიენტებს. ეს მასა წაუსვით მზა კერძს.
გემრიალდ მიირთვით!