ჯემიანი ორცხობილები – გავიხსენოთ ბავშვობის ტკბილი დღეები?

877

არომატულ ჩაისთან მირთმეული ეს ორცხობილა ყველანაერ დარდს დაგავიწყებთ. დაღლილი დღის შემდეგ არ მაქვს რთული დესერტის მომზადების დრო და ენერგია. ამ რეცეპტმა ეს პრობლემა მომიხსნა. ჯემიანი ორცხობილა უსრაფესად და უმარტივესად მზადდება.

ინგრედიენტები

  • კარაქი 125გ
  • არაჟანი 125გ
  • ჯემი 100გ
  • შაქარი 1 სუფრის კოვზი
  • ხორბლის ფქვილი 250გ
  • ვანილი 10გ
  • ფორთოხლის ცედრა და შაქრის ფხვნილი გემოვნებით

მომზადება

1.ათქვიფეთ დარბილებული კარაქი, შაქართან, ვანილთან, ცედრასთან და არაჟანთან ერთად. დაუმატეთ გაცრილი ფქვილი. მოზილეთ ცომი,გაყავით 2 ნაწილად და შეინახეთ 30 წუთი მაცივარში.

2.გააბრტყელეთ ცომი. დაჭერით 6-8სმ ნაჭრებად. მოათავსეთ შიგთავსი და გადაახვიეთ, დაჭერით. ამავე მეთოდთ დაამუშავეთ ცომის მეორე ნაწილი.

3.მოათავსეთ საცხობ ფორმაზე. გამოაცხეთ 20 წუთი 180 გრადუსზე. მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.

გემრიელად მიირთვით!