უგემრიელესი ფრანგული მედოგი

820

ამ დესერტის მომზადება უმარტივესად შეგიძლიათ სახლის პირობებშიც.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 530გ
  • თაფლი 3 სუფრის კოვზი
  • შაქარი 350გ
  • კარაქი 340გ
  • წყალი 180მლ
  • სოდა 1 ჩაის კოვზი
  • რძე 600მლ
  • კვერცხი 3 ცალი
  • არაქისი 100გ

მომზადება

1.შაქარს დაუმატეთ 30გ კარაქი, თაფლი, ცხელი წყალი და წამოადუღეთ.

2.დაუმატეთ გაცრილი ფქვილი, სოდა და მოზილეთ ცომი. გაყავით 8 ნაწილად.

3.თითოეული ნაჭერით გააბრტყელეთ. გამოაცხეთ 12 წუთი 180 გრადუსზე.

4.მოხალეთ არაქისი და გაფრცქვენით.

5.კორჟები გაათანაბრეთ, მოჭრილი ნაწილები დააბლენდერეთ.

6.კრემის მოსამზადებლად ათქვიფეთ კვერცხი შაქართან ერთად. ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი და მოურიეთ.

7.კრემს დაუმატეთ რძე, მოურიეთ და მოხარშეთ.

8.არაქისი დააბლენდერეთ და დაუმატეთ კრემს კარაქთან ერთად.

9.ააწყეთ ტორტი და მოაყარეთ ნაფხვენები. შეინახეთ მაცივარში 30 წუთი.

გემრიელად მიირთვით!