ფარშირებული წიწაკა – ძალიან გემრიელი და სასიამოვნოდ პიკანტური კერძია.
ამ საოცარ კერძს მესიკური ფესვები აქვს, რაც ნამდვილად კარგია!
დღეს ჩვენ ამ წიწაკას ყველით ამოვავსებთ, უმეტესად იყენებენ თხის ყველს, ფეტას, ბრინზას ან ფილადელფიას.
ინგრედიენტები
- წიწაკა ჩილი 300გ
- ყველი ფეტა 200გ
- წყალი 500მლ
- ბაზილიკი გემოვნებით
- ნიორი 3 კბილი
- მარილი 1 ჩაის კოვზი
- შაქარი 1 სუფრის კოვზი
- ვაშლის ძმარი 100მლ
- დაფნის ფოთოლი 2 ცალი
- ორეგანო 1 ჩაის კოვზი
- ზეითუნის ზეთი 1 სუფრის კოვზი
მომზადება
1.მოამზადეთ შიგთავსი: რბილი ყველი დაჭყლიტეთ ჩანგლით და დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი, ბაზილიკი. არ მოაყაროთ მარილი!
2.გარეცხეთ წიწაკა, გაასუფთავეთ და ამოავსეთ ყველით.
3.მოამზადეთ მარინადი: აადუღეთ წყალი მარილთან, შაქართან, დაფნის ფოთოლთან და ორეგანოსთან ერთად. დაუმატეთ ზეთი, ძმარი და გადმოიტანეთ ცეცხლიდან. წიწაკას მოათავსეთ ქილებში და მოასხით ცხელი მარინადი.
გემრიელად მიირთვით!