ამ მწნილს თქვენ 15 წუთში მოამზადებთ. მხოლოდ საჭიროა წყლის ადუღება, ქილაში ინგრედიენტების მოთავსება და მარინადის დასხმა.
აუცილებლად მოამზადეთ!
ინგრედიენტები
- კიტრი 1,5კგ
- წყალი 2ლ
- მარილი 2 სუფრის კოვზი
- შაქარი 1 სუფრის კოვზი
- პირშუშხას ფოთლები 1-2 ცალი
- მოცხარის ფოთლები 3-4 ცალი
- შავი წიწაკა 6-8 ცალი
- სურნელოვანი წიწაკა 2-3 ცალი
- კამა 20გ
- ნიორი 4-5 კბილი
მომზადება
1.მოამზადეთ ყველა პროდუქტები. გარეცხეთ მწვანილი, კიტრი და გაასუფთავეთ ნიორი.
2.აადუღეთ წყალი, მოაყარეთ 2 სუფრის კოვზი მარილი და 1 სუფრის კოვზი შაქარი.
3.ნიორი, მწვანილი და კიტრი მოათავსეთ ქილაში. ზემოდან დაფარეთ დაფნის ფოთოლით და წიწაკით.
4.დაასხით ცხელი წყალი. გაგარილეთ 1 დღე ოთახის ტემპერატურაზე. მზა კიტრი მოათავსეთ მაცივარში.
გემრიელად მიირთვით!