პომიდორი და კომბოსტო ქილაში – ზამთრის მარგალიტი!

2106

პომიდორს და კომბოსტოს ერთად ვამწნილებ, ასე უფრო გემრიელი და გაჯერებულ გამოდის.

ინგრედიენტები

  • 1კგ კომბოსტო
  • 1კგ პომიდორი
  • 2 ბულგარული წიწაკა
  • 1 დაფნის ფოთოლი
  • კამა
  • შაშტრამის ფოთლები
  • შავი და სურნელოვანი წიწაკა
  • 3ლ ქილები და თავსაფრები

ინგრედიენტები მარინადისთვის

  • 1 სუფრის კოვზი მარილი 1ლ წყალზე
  • 2 სუფრის კოვზი შაქარი 1ლ წყალზე
  • 2 ჩაის კოვზი (10მლ) 70% ძმარმჟავა ქილაზე

მომზადება

1.დაჭერით კომბოსტო.

2.გაასუფთავეთ წიწაკა.

3.ითოეული ქილის ძირას მოათავსეთ სანელებლები. დააფარეთ შაშტრამის ფოთლები.

4.ზემოდან მოათავსეთ კომბოსტო და წიწაკა.

5.შემდეგ პომიდვრის ფენა.

6.ამ მეთოდით აავსეთ ქილა.

7.ქილაში ჩაასხით ცხელი წყალი. დააფარეთ თავსაფარი. დაელოდეთ 15-20 წუთი.

8.გადაასხით წყალი დიდ ქვაბში. მოათავსეთ ცეცხლზე. აადუღეთ. დაუმატეთ, მარილი, შაქარი და კარგად მოურიეთ.

9.მარინადი გადაანაწილეთ ქილებში.

10.თითოეულ ქილაში ჩაასხით 2 ჩაის კოვზი ძმარმჟავა.

11.ქილები მოათავსეთ ქვაბში დაბალ ცეცხლზე, დაელოდეთ 10-15 წუთი.

12.გადმოაბრუნეთ ქილა და შეფუთეთ.

გემრიელად მიირთვით!