ჩემი მეუღლე სიამოვნებით ამზადებს ამ ღვეზელებს – 5 წუთი და საოცარი კერძი მზად არის!

775

ძალიან სწრაფი ღვეზელი, რომელიც უმარტივესად მზადდება. შიგთავსად შეგიძლიათ გამოიყენოთ კვერცხი, მწვანილი და ხახვი.

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • მოხარშული კვერცხი 5 ცალი
  • მწვანე ხახვი 30გ
  • მარილი 1/2 ჩაის კოვზი

ინგრედიენტები ცომისთვის

  • ტბილი წყალი 250მლ
  • შაქარი 25გ
  • მარილი 15გ
  • მზესუმზირის ზეთი 35მლ
  • მშრალი საფუარი 25გ
  • ხორბლის ფქვილი 550 + 200გ
  • ცხელი წყალი 250მლ

მოვამზადოთ შიგთასვი

მოხარშული კვერცხი დაჭერით და მოათავსეთ ჯამში. წვრილად დაჭერით ხახვი და დაუმატეთ კვერცხს. მოაყარეთ მარილი და მოურიეთ.

მოვამზადოთ ცომი

  1. ღრმა ჯამში ჩაასხით თბილი წყალი, ჩაყარეთ შაქარი, მარილი, კარაქი, საფუარი და მოურიეთ.
  2. დაუმატეთ 550გ გაცრილი ფქვილი, მოურიეთ და ჩაასხით ადუღებული წყალი. ისევ კარგად მოურიეთ.
  3. გაცერით 200გ ფქვილი და მოზილეთ ცომი ხელით.
  4. ხელი დაიმუშავეთ ცხიმით და ცომს მიეცით ღვეზელის ფორმა.
  5. გააბრტყელეთ, მოათავსეთ შიგთავსი და გადაფუთეთ.
  6. შეწვით ზეთში ორივე მხრიდან.

გემრიელად მიირთვით!