სპაგეტის ხვეულები

896

მაკარონის მომზადება ყველას ეხერხება, რადგან ძალიან მარტივი ამოცანაა. მაგრამ, როცა მარტოვი და ამავდროულად ორიგინალური კერძის მომზადება მინდა, ეს რეცეპრტი ნამდვილად იდეალურია.

ფარშირებული მაკარონი ძალიან მიმზიდველად გამოიყურება. მისი მომზადებისას სახლში დაუვიწყარი არომატი ტრიალებს.

ინგრედიენტები

  • სპაგეტი 250გ
  • კვერცხსი გული 2 ცალი
  • ბეკონი 150გ
  • კვერცხი 7 ცალი
  • ნაღების ყველი 250გ
  • პარმეზანი 50გ
  • ზეითუნის ზეთი 50მლ
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.მარილიან წყალში მოხარშეთ სპაგეტი. გადაასხით წყალი და სპაგეტის დაუმატეთ 2 კვერცხის გული.

2.ხელსახოცის მუყაოს დახმარებით დაახვიეთ სპაგეტი.

3.ეცადეთ თანაბრად დაახვიოთ.

4.მთავარია მაკარონი მჭიდროდ იყოს.

5.ცხელ ზეთში შეწვით ხვეულები.

6.მოხარშეთ 4 კვერცხი, მოათავსეთ ჯამში ზეთთან, ნაღების ყველთან და გახეხილ პარმეზანთან ერთად. ამ მასას მოურიეთ მიქსერით.

7.შეწვით ბეკონი, დაჭერით და დაუმატეთ ყველის მასას. კარგად მოურიეთ.

8.3 კვერცხი ნახევრად მოხარშეთ. მოათავსეთ ხვეულაში კვერცხი და ამოავსეთ შიგთავსით,

გემრიელად მიირთვით!