მსუბუქი დესერტი, რომელსაც ცხობა არ სჭირდება

831

ვგიჟდები მსუბუქ დესერტებზე, რომლებიც არ საჭიროებენ ცხობას. ბავარიული დესერტი რძით და ჟელატინით სწორედ ასეთია. მარტივი პროდუქტებით და კარგი განწყობით საუკეთეს დესერტის შექმნაც კი მარტივია.

ინგრედიენტები

  • 300მლ რძე
  • 3 კვერცხი
  • 350გ არაჟანი
  • 70გ შაქარი
  • 10გ ვანილი
  • 20გ ჟელატინი

მომზადება

1.სწრაფად მზადებად ჟელატინს დაასხით 100მლ ცივი რძე. მოურიეთ და დაელოდეთ მის ამოფუებას.

2.თუ სილიკონის ფორმა არ გაქვთ, არც ეგ არ არის პრობლემა. მის მაგივრობას რძის შეფუთვა გაგიწვთ. ფოტოზე ნაჩვენებია თუ როგორ უნდა ამოჭრათ ის.

3.ამ დესერტისთვის ჩვენ დაგვჭირდება 3 კვერცხის გული, მას უნდა დაუმატოთ შაქარი და სქელი ქვაბით უნდა აადუღოთ. ჩაასხით დარჩენილი ცივი რძე.

საშუალო ცეცხლზე დადგით ქვაბი. როცა მასა გასქელდება შეგიძლიათ გადმოდგათ ცეცხლიდან.

4.ცხელ მასას დაუმატეთ ჟელატინი. კარგად მოურიეთ. ცალკე ჯამში მოათავსეთ არაჟანი, ვანილი და დაუმატეთ ჟელატინის მასას. ისევ კარგად მოურიეთ.

5.მიღებული მასა ჩაასხით ფორმაში, ზემოდა დააფარეთ პაკეტი. შეინახეთ მაცივარში 2-3 საათი.

დესერტი გააფორმეთ გემოვნებით.

გემრიელად მიირთვით!