კარტოფილის კალათები ქაშაყის კრემით

693

ხრაშუნა კარტოფილის კალათები უნაზე ქაშაყის და ხაჭოს შიგთავსით. სადღესასწაულო მაგიდის ფავორიტი კერძი გახდება.

ინგრედიენტები

  • კარტოფილი 450გ
  • ყველი 50გ
  • კვერცხი 1 ცალი
  • მარილი 1 ჩაის კოვზი
  • შავი წიწაკა 0,5 ჩაის კოვზი
  • ვაშლი 1 ცალი
  • ქაშაყი 100გ
  • შპინატი 40გ
  • წითელი ხიზილალა 20გ

მომზადება

1.გახეხეთ ყველი და გასუფთავებული კარტოფილი. გამოწურეთ კარტოფილი, დაუმატეთ ყველი, კვერცხი, მარილი და წიწაკა.

2.მასა მოათავსეთ სილიკონის ფორმებში. გამოაცხეთ 190 გრადუსზე 30 წუთი.

3.გაასუფთავეთ ვაშლი, დაჭერით კუბიკებად. კომბაინში დააქუცმაცეთ ვაშლი, ხაჭო, ქაშაყის ფილე და შპინატი.

4.კრემისთ ამოავსეთ ფოემები და გააფორმეთ ხიზილალით.

გემრიელად მიირთვით!