ვეგანური დესერტი ცხობის გარეშე!

776

დღეს ჩვენ მოვამზადებთ ვეგანურ ტორტდ ფქვილის, შაქრის, ზეთის, კვერცხის და შოკოლადის გარეშე! ამ დესერტს ცხობაც არ სჭირდება. ამაზე მარტივი და გემრიელი დესერტის რეცეპტს სხვაგან ვერსად ნახავთ.

ეს დესერტი სასარგებლო პროდუქტებით გამოირჩევა. ის განსაკუთრებით ვეგანებს მოსწონთ. დესერტი, რომელიც სასარგებლოა!

ინგრედიენტები ფუძისთვის

  • 100გ გამომშრალი გარგარი
  • 100გ ფინიკი
  • 50გ ნიგოზი
  • 100გ შვრიის ფანტელები
  • 20-30მლ წყალი

ინგრედიენტები ხილისა და შოკოლადის ფენისთვის

  • 2 საშუალო ვაშლი + 50გ კენკრა
  • 2 ბანანი
  • 45გ კაკაო
  • 8-10გ ჟელატინის შემცვლელი +100მლ წყალი

მოვამზადოთ ფუძე

  1. დააქუცმაცეთ ნიგოზი.
  2. დაფქვით შვრიის ფანტელები.
  3. გარეცხეთ ფინიკი და გარგარი, მოაშორეთ თესლი. მოათავსეთ ბლენდერში, დაუმატეთ 20-30მლ ადუღებული წყალი. დააქუცმაცეთ ერთგვაროვანი მასის მისაღებად.
  4. ნიგოზს დაუმატეთ შვრიის ფქვილი, დაქუცმაცებული ხილი. კარგად მოურიეთ მასას.

5.გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ ქაღალდით.

6.მოათავსეთ ფუძის მასა და სველი ხელით გაათანაბრეთ.

7.შეინახეთ მაცივარში.

შოკოლადისა და ხილის ფენის მომზადება

  1. ვაჭლი გაჭერით ოთხად, არ გათალოთ. მოაშორეთ გული და დაჭერით.
  2. დაებილებული ვაშლი მოათავსეთ ჯამში, დაუმატეთ 50მლ წყალი და მოხარშეთ 10 წუთი.
  3. ხელის ბლენდერით დააბლენდერეთ მასა.

4.გაასუფთავეთ ბანანი და დააბლენდერეთ.

5.ვაშლის პიურეს დაუმატეთ ბანანის მასა და კაკაო. ათქვიფეთ მიქსერით.

6.ერთი შეკვრა აგარი (ჟელატინის შემცვლელი) მოათავსეთ ქვაბში და მოასხით 100მლ ცივი წყალი. მოურიეთ და დადგით ცეცხლზე.

7.ცხელი აგარი დაუმატეთ ხიის მასას და ათქვიფეთ.

8.გაგრილებულ ფუძეს მოასხით შოკოლადის მასა.

9.შეინახეთ მაცივარში რამდენიმე საათი.

10.გაგრილებული დესერტი გააფორმეთ გემოვნებით.

ასევე მინდა ავღნიშნო, რომ აგარი ჟელატინის ვეგანური შემცვლელია.

  1. აგარი უკეთესი შემასქელებელი, რომელიც მჭიდრო კონსტრუქციის აწყობაში გვეხმარება.
  2. აგარით მომზადებული კერძები მარტივად ინარჩუნებენ ფორმას.
  3. ნეიტრალური გემო აქვს და არ აქვს სუნი, ამიტომაც ნებისმიერი კერძისთვის გამოდგება.
  4. მცენარეული შემადგენლობის წყალობით ძალიან ელასტიური პროდუქტია.

რჩევები

  1. მომზადების პროცესის დასაჩქარებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ მზა ვაშლის პიურე.
  2. ნიგოზი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ სურვილისამებრ.
  3. უმჯობესია განოიყენოთ მწიფე ბანანი, რადგან ის უფრო არომატული და ტკბილია.
  4. თუ მაღაზიაში აგარს ვერ შეიძენთ, მაშინ გამოიყენეთ პექტინი (ხშირად გვხვდება ჟელფიქსის სახელწოდებით).