ჩემს ბავშვებს ძალიან უყვართ ჟელე. ატამი ძალიან სასარგებლო ხილია, ამიტომაც ამ დესერტის მოსამზადებლად მას გამოვიყენებ.
ატამი შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენთვის სასურველი ხილით.
ასევე შეგიძლიათ თქვენით მოამზადოთ სიროპი წვენისგან და ჟელესგან ან გამოიყენოთ მზა.
ინგრედიენტები
- ატმის ჟელე 180გ
- ნეკტარინი 1-2 ცალი
- კვერცხის ცილა 3 ცალი
მომზადება
1.ჟელეს მოსამზადებელი მასა მოათავსეთ ცხელ წყალში. წყლის რაოდენობა მითითებულია შეფუთვაზე. თქვენ დაგჭირდებათ დაახლოებით 600-800მლ.
2.დახარეთ ჭიქები და ჩაასხით ჟელე. დაუმატეთ ნექტარინი. მოათავსეთ მაცივარში 40 წუთი.
3.ათქვიფეთ ცილა. გრილ ჟელეს შეურიეთ მიღბული მასა, მოურიეთ და ჩაასხით ჭიქებში. ისევ დააბრუნეთ მაცივარში.
გემრიელად მიირთვით!