ბრიზოლი – უგემრიელესი კერძია! ომლეტში გადახვეული ნებისმიერი შეგთავსი უკვე ბრიზოლია. მე ვიყენებ ყველს, სოკოს, თევზს, ქათამს, ფარშს და სხვა უამრავ ინგრედიენტს. ყოველთვის უგემრიელესი გამოდის!
როგორ მოვამზადოთ ბრიზოლი
ეს კერძი ძალიან მარტივად მზადდება, თანაც ძალიან სასარგებლოა.
ინგრედიენტები
- 3 კვერცხი
- 3 ჩაის კოვზი რძე
- 350გ ქათმის ფარში
- 1 სუფრის კოვზი კარაქი
- 2 სუფრის კოვზი არაჟანი
- 1 კბილი ნიორი
- 50გ ყველი
- 20გ მწვანილი
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
მომზადება
1.ქათმის ფარშს დაუმატეთ წიწაკა, მარილი და 1 სუფრის კოვზი კარაქი.
2.გახეხეთ ყველი და დაუმატეთ ფარსს. კარგად მოურიეთ.
3.ხალკე ჯამში ათქვიფეთ 3 კვერცხი, მარილი და 3 ჩაის კოვზი რძე.
4.ტაფას წაუსვით ცხიმი. შეწვით კვერცხის თხელი ბლინები.
5.მოვამზადოთ არაჟნის სოუსი: არაჟანს დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი. არაჟნის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ მაიონეზი.
6.ბლინზე მოათავსეთ 1 სუფრის კოვზი ფარშუ და წაუსვით სოუსი.
7.ზემოდან მოაყარეთ მწვანილი და დაახვიეთ ბლინები რულეტისებურად.
8.გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ზეთი და გამოაცხეთ ბლინები 180 გრადუსზე 30-35 წუთი.
გემრიელად მიირთვით!