ყოველდღიური პეროგი: აი ასე უსწრაფესად შეგიძლიათ მოამზადოთ უგემრიელესი ვაშლის დესერტი

51190

ჩემი შინაურები ტკბილეულობის დიდი მოყვარულები არიან. ყველაზე მეტად კი ახარებთ, როცა პეროგს ვუცხობ. ვცდილობ, მუდამ გავაოცო და სულ ახალი რეცეპტების ძიებაში ვარ, მაგრამ ყველაზე მეტად ჩემი საფირმო პეროგი უყვართ. მას ჩვენ ყოველდღიური დავარქვით, რადგან ყოველ ჯერზე ვამზადებ, როცა რაიმე ტკბილით მსურს ოჯახის წევრები ვასიამოვნო.

ეს პეროგი ძალიან სწრაფად მზადდება და არასოდეს გვბეზრდება. „გასტრონომია“ გთავაზობთ ყველაზე გემრიელი ვაშლის პეროგის რეცეპტს.

ინგრედიენტები

  • 500 გრ ვაშლი
  • 250 გრ ფქვილი
  • 150 გრ კარაქი
  • 3ს.კ. თაფლი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 3 კვერცხი
  • 1 შეკვრა გამაფხვიერებელი
  • 1 შეკვრა ვანილის შაქარი

მომზადება

1. დაჭერით ვაშლი, მოასხით ლიმონის წვენი.

2. მოამზადეთ ცომი: ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, დაუმატეთ ვანილის შაქარი,  მარილი და დარბილებული კარაქი. ბოლოს დაუმატეთ გამაფხვიერებელი.

3. შემდეგ დაუმატეთ თაფლი, ფქვილი და მოზილეთ ცომი. დაუმატეთ დაჭრილი ვაშლი.

4. წაუსვით კარაქი საცხობ ფორმას. დაასხით ცომი და შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 35-40 წუთით.

პეროგი მზადაა! გარედან ხრაშუნა ქერქი, შიგნით კი რბილი და ნაზი, მისი არომატი თავბრუს დაგახვევთ! გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!