როგორ მოვამზადოთ ღვინის ჟელე კენკრით – ნახეთ რა სილამაზეა!

1239

ზაფხეულისთვის მეტად შესაფერის დესერტს ვერ იპოვით, ხილის ჟელე ზაფხულის ცხელი დღეებისთვის არის შექმნილი! ამ კერძის შემადგენლობა შეეგძილიათ შეცვალოთ და გახადოთ მეტად მრავალფეროვანი. ჟოლო, მარწყვი, მოცხარი და ხილის ასორტი.

მის მოსამზადებლად 1 ჭიქა თეთრი ღვინო დაგჭირდებათ და ცოტა ლიქიორიც.

ინგრედიენტები

  • ალუბალი 100გ
  • ჟოლო 100გ
  • მარწყვი 100გ
  • მაყვალი 100გ
  • ჟელატინი 10გ
  • წყალი 50მლ
  • თეთრი მშრალი ღვინო 125მლ
  • შაქარი 75გ
  • ლიმონი 1 ცალი
  • ლიქიორი 40მლ
  • არაჟანი 150გ
  • შაქრის ფხვნილი 2 სუფრის კოვზი
  • ვანილის ექსტრაქტი 1 ჩაის კოვზი

მომზადება

1.ჟელატინს დაასხით წყალი, დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე 10 წუთი. ამასობაში კენკრა მოათავსეთ ქვაბში, მოაყარეთ შაქარი და ჩაახეხეთ ლიმონის ქერქი.

2.მოასხით ღვინო, მოათავსეთ ცეცხლზე. წამოადუღეთ და გადმოიტანეთ ცეცხლიდან. თუშფალანგის დახმარებით განაცალკევეთ კენკრა და სითხე.

3.ცხელ ღვინოს დაუმატეთ ამოფუებული ჟელატინი. მოურიეთ ნიჩბით, რათა მთლიანად გალღვეს. დაუმატეთ ლიქიორი და კენკრა.

4.თბილი ჟელე გადაანაწილეთ ჭიქებში, შეინახეთ მაცივარში 4-6 საათი. ბოლოს არაჟანს დაუმატეთ ბანილის ექსტრაქტი და შაქრის ფხვნილი.

გემრიელად მიირთვით!