შოკოლადის ტორტი ნიგვზით ცხობის გარეშე

734

თუ ტკბილეული გენატრებათ, მაგრამ გამოცხობა გეზარებათ, მაშინ ეს რეცეპტი თქვენთვის არის!

დღეს ჩვენ მოვამზადებთ შოკოლადის ტორტს ნიგვზით.

ფხვიერი კორჟი და შოკოლადის სუფლე საოცარ დუეტს ქმნის. ვინმეს შეუძლია ასეთ დესერტზე უარის თქმა? რათქმაუნდა არა!

ინგრედიენტები

  • ორცხობილა 120გ
  • შედედებული რძე 350გ
  • შავი შოკოლადი 60გ
  • შავი ქლიავი 20გ
  • ნიგოზი 30გ
  • გამომშრალი შტოში 20გ
  • არაჟანი 200გ
  • რძე 100მლ
  • ჟელატინი 5გ
  • შაქრის ფხვნილი 40გ
  • კაკაო 15გ

მომზადება

1.დაფხვნილ ორცხობილას დაუმატეთ ქლიავი, შოკოლადი და შტოში.

2.ორცხობილას დაუმატეთ გამომშრალი ხილი და შედედებული რძე, კარგად მოურიეთ. მიღებული მასა ფორმაში კარგად დატკეპნეთ.

3.არაჟანს დაუმატეთ შაქრის ფხვნილი, კაკაო და დაჭრილი შოკოლადი. კარგად მოურიეთ.

4.ჟელატინი გაალღვეთ ცხელ რძეში და ცეცხლზე მოათავსეთ მის გალღვობაზე.

5.არაჟნის მასას დაუმატეთ ჟელატინის მასა და მოურიეთ. ორცხობილის ფირფიტას მოასხით თხევადი კონსესტენციის მასა.

6.მოათავსეთ მაცივარში 2-3 საათი. ფრხილად ამოიღეთ ფორმიდან და მოაყარეთ დაფხვნილი შოკოლადი.

გემრიელად მიირთვით!