ყველაზე არომატული ლაიმის ტარტი – მარტივი ნამცხვარი, რომელიც ნამდვილად შეგიყვარდებათ

1869

ტარტი – საუკეთესო რამაა, რაც მსოფლიო კულინარიას საფრანგეთმა აჩუქა. ლაიმის ტარტი  ძალიან ადვილია და მართლაც ძალიან გემრიელი გამოდის. წარმოიდგინეთ ხრაშუნა ცომის კალათში მოთავსებული არომატული ლაიმის გულსართი – შესანიშნავია! მოდით, შევუდგეთ მის მომზადებას.

ინგრედიენტები: 

ცომი: 

  • 180 გ ფქვილი
  • 75 გ შაქრის პუდრი
  • 100 გ ცივი კარაქი, კუბებად დაჭრილი
  • 1 დიდი კვერცხის გული
  • 2-3 ჩაის კოვზი ცივი წყალი

გულსართი: 

  • 125 მლ ახალგამოწურული ლაიმის წვენი
  • 2 ჩაის კოვზი ჟელატინის ფხვნილი
  • 3 დიდი კვერცხის გული
  • 400 გ შესქელებული რძე
  • 3 ჩაის კოვზი წმინდად გახეხილი ლაიმის ცედრა
  • 300 მლ ცხიმიანი ნაღები

ულუფა: 6-8

მომზადება: 30 წუთი + 4 საათი გასაცივებლად

ცხობა: 5 წუთი

დონე: 2

მომზადების წესი:

  1. ცომი: ფქვილი, შაქრის პუდრი და კარაქი სამზარეულოს კომბაინში მოათავსეთ და დაანამცეცეთ.
  2. დაუმატეთ კვერცხის გული და 2 ჩაის კოვზი წყალი. აურიეთ და თუ საჭიროა, წყალი დაამატეთ, რომ ცომი შეიკრას და ერთგვაროვანი გახდეს.
  3. გადმოიღეთ ბლენდერიდან და სწრაფად მოზილეთ ხელით, რომ დარბილდეს.
  4. მოათავსეთ ჯამში, დააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და 30 წუთით შედგით მაცივარში.
  5. 25 სმ დიამეტრიან საცხობ ყალიბს წაუსვით ცხიმი.
  6. ცომი ცოტა ფქვილმოყრილ მაგიდაზე გადმოიღეთ და 5მმ სისქეზე გააბრტყელეთ.
  7. გადაიტანეთ საცხობ ყალიბში და ლამაზად შემოაჭერით გვერდები. დააფარეთ და მაცივარში მოათავსეთ.
  8. წინასწარ გააცხელეთ ელექტროღუმელი 180 გრადუსზე.
  9. საცხობ ყალიბში ჩაკრულ ცომს პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ და სიმძიმისთვის მოაყარეთ მუხუდო, ცერცვი, ლობიო, ოსპი ან ბრინჯი, რათა ცხობისას ცომი არ ამოიბეროს.
  10. აცხვეთ 10-15 წუთი, სანამ ღია ყავისფერი არ გახდება.
  11. მოაცილეთ ქაღალდი, გადადგით გასაცივებლად.
  12. გულსართი: ლაიმის წვენს პატარა ქვაბში დაუმატეთ ჟელატინი. დადგით 5 წუთით.
  13. საშუალო ზომის ჯამში მიქსერით, მაღალი სიჩქარით, გათეთრებამდე ათქვიფეთ კვერცხის გულები.
  14. ჟელატინიანი ლაიმის წვენი დადგით დაბალ ცეცხლზე, სანამ ჟელატინი სრულიად გალღვება.
  15. შესქელებული რძე, ლაიმის წვენის ნაზავი და 1 სუფრის კოვზი ლაიმის ცედრა გოგლიმოგლს დაუმატეთ, თქვიფეთ.
  16. გულსართი ჩაასხით უკვე გამომცხვარ ცომში, გააცივეთ, სანამ გამაგრდება, 3 საათი.
  17. პატარა ჯამში მიქსერით ათქვიფეთ ნაღები.
  18. ტარტს კოვზით დაადეთ ნაღები და მოაყარეთ მორჩენილი ლაიმის ცედრა. დაჭერით და სუფრაზე მიიტანეთ.