ფრიკადელკები სომხური რეცეპტით

932

ოსპს ჯერ კიდევ ძვენ ეგვიპტეში და რომში იყენებდნენ. იმ პერიოდში ის ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა, მისგან პურსაც კი აცხობდნენ. მეც ძალიან მიყვარს ეს ინგრედიენტი, ამიტომაც ძალიან ხშირად ვიყენებ. ოსპი უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, რაც ჩვენს ორგანიზმს ნორმალურად მუშაობაში უწყობს ხელს.

ინგრედიენტები

  • 1 ჭიქა წითელი ოსპი
  • 1,5 ჭიქა ბულგური
  • 3 სუფრის კოვზი პომიდვრის პასტა
  • 2 ხახვი
  • 3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 1 კბილი ნიორი
  • მარილი და შავი წიწაკა
  • სალათის ფოთოლი
  • ქინძი, კამა, ოხრახუში გემოვნებით
  • 1 ლიმონი
  • წითელი წიწაკა
  • წიწაკა ჩილი
  • ძირა

მომზადება

1.ოსპი მოათავსეთ ქვაბში და მოასხით 3,5 ჭიქა ცხელი წყალი. მოხარშეთ დარბილებამდე.

2.წვრილად დაჭერით ხახვი. გააცხელეთ ტაფა და მოთუშეთ ხახვი.

3.დაჭერით ნიორი და მწვანილი.

4.მოთუშულ ხახვს დაუმატეთ პომიდვრის პასტა, მარილი და შავი წიწაკა. ჩილი და წითელი წიწაკა დაუმატეთ ფრთხილად. მოაყარეთ ძირა. ბოლოს მოაყარეთ ნიორი და ჩაასხით წყალი.

5.დაუმატეთ გარეცხილი ბულგური. 10 წუთში გადმოიტანეთ ქვაბი ცეცხლიდან და დაუმატეთ სოუსი და მწვანილი. კარგად მოურიეთ.

6.მსხვილად დაჭრით სალათი და მოათავსეთ თეფშზე. წრეზე დაალაგეთ ლიმონის ნაჭრები. ოსპის მასას მიეცით ბურთს ფორმები და ისე გადმოიტანეთ სალათზე.

გემრიელაად მიირთვით!