ეს რეცეპი მასტერშეფის გამარჯვებულმა გამანდო. . . სინნაბოსნის ფუნთუშები ნამდვილად დაიპყრობს თქვენ გულს!
ინგრედიენტები
- რძე 250მლ
- კარაქი 220გ
- შაქარი 100გ
- ყავისფერი შაქარი 200გ
- ხაჭოს ყველი 110გ
- ვანილის ექსტრაქტი 0,5 ჩაის კოვზი
- კვერცხი 2 ცალი
- ხორბლის ფქვილი 520-600გ
- საფუარი 7გ
- დარიჩინი 3 სუფრის კოვზი
- შაქრის ფხვნილი 180გ
- მარილი 0,5 ჩაის კოვზი
მომზადება
1.გაათბეთ რძე, დაუმატეთ საფუარი, მაგრამ არ მოურიოთ. 75გ დარბილებულ კარაქს დაუმატეთ შაქარი, კვერცხი, 0,5 ჩაის კოვზი მარილი და რძე. კარგად მოურიეთ.
2.მოაყარეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ ცომი 10 წუთი. მიასხურეთ ზეთი, დააფარეთ პაკეტი და თბილ ადგილას დატოვეთ 30 წუთი.
3.გააბრტყელეთ ცომი მართკუთხედად 45 x 55სმ. წაუსვით 75გ კარაქი. დარიჩინს დაუმატეთ ყავისფერი შაქარი, მიღებული მასა მოაყარეთ ცომს.
4.ცომი დაახვიეთ რულტისებურად და გაჭერით 12 ნაწილად. გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ზეთი და გადაიტანეთ რულეტები. დაელოდეთ 45 წუთი.
5.გამოაცხეთ 200 გარდუსზე 15 წუთი. ამასობაში ყველს დაუმატეთ შაქრის ფხვნილი, ვანილის ექსტრაქტი, მარილი და 155გ კარაქი. ღუმელიტან გამოტანილ დესერტს მოასხით მინანქარი.