რაიმე საინტერესოს მომზადებას სულაც არ სჭირდება კულინარობა. უბრალო ინგრედიენტებითც შეგიძლიათ ოჯახის წევრების ვახშამზე გაოცება.
პირველ რიგში თვალში მაინც კერძის ვიზუალი გვივარდება. ამ კერძს ვერც გემოს და ვერც ვიზუალს ვერ დაუწუნებთ. არომატული კარტოფილი ყველით ნამდვილად მოგეწონებათ!
ინგრედიენტები
- კარტოფილი 2კგ
- ორეგანო 0,5 ჩაის კოვზი
- ყველი 220გ
- კარაქი 35გ
- არაჟანი 1 სუფრის კოვზი
- მარილი 1 ჩაის კოვზი
- ზეითუნის ზეთი 100მლ
- პაპრიკა 1 ჩაის კოვზი
- ხორბლის ფქვილი 35გ
- რძე 700მლ
- პომიდვრის პასტა 1 სუფრის კოვზი
- შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით
მომზადება
1.კარტოფილს დაასხით ძალიან ცხელი წყალი, კარაგად გარეცხეთ. დაჭერით 8 ნაჭრად. მოასხით ზეთი, მოაყარეთ ორეგანო, 0,5 ჩაის კოვზი მარილი და პაპრიკა. მოურიეთ.
2.კარტოფილი ერთ ფენად მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაზე. გამოაცხეთ 200 გრადისზე 40 წუთი. კარტოფილს ყოველ 10 წუთში მოურიეთ, რათა თანაბრად გამოცხვეს.
3.ქვაბში ჩაყარეთ ფქვილი, დაუმატეთ კარაქი და მოურიეთ. მასას ურიეთ და გაალღვეთ, ჩაასხით 70მლ რძე, არ შეწყვიტოთ მორევა. სოუსი მოამზადეთ ნელ ცეცხზლე.
4.როცა სოუსი შესქელდება, ცეცხლზე დატოვეთ კიდევ 1-2 წუთი, შემდგე დაუმატეთ წიწაკა, მარილი, პომიდვრის პასტა, არაჟანი და 120გ გახეხილი ყველი. დაელოდეთ ინგრედიენტების სრულად გალღობას.
5.მრგვალი ფორმის ძირს მოაპნიეთ ყველი, მოათავსეთ კარტოფილი. მოასხით სოუსი და მოაყარეთ ყველი, გამოაცხეთ 200 გრადუსზე 10-12 წუთი.
გემრიელად მიირთვით!