ზაფხულის ცხელ დღეებში საკვების მიღება დიდიად არ გვინდა, ეს ბუნებრივიცაა. ასეთ დღეებში მსუბუქი კერძების მომზადება საუკეთესო გამოსავალია.
დღეს ღუმელში საოცრებებს მოვამზადებთ!
დღეს 3 საოცარ ვარიანტს შემოგთავაზებთ ვახშმისთვის. მაში იდეალურად ერწყმის თევზი, ხორცი და ბოსტნეული. აუცილებლად ჩაინიშნეთ ეს რეცეპტი!
კატელეტები “შუბის ქვეშ” ხახვის ბალიშით
ინგრედიენტები
- 1 ხახვი
- 250გ ქათმის ფარში
- 250გ ინდაურის ფარში
- 500გ კომბოსტო
- 100გ დიჟონის მდოგვი
- 70გ გახეხილი ყველი
- 50გ არაჟანი
- მარილი, წიწაკა, ბექონდარა გემოვნებით
მომზადება
1.გაასუფთავეთ ხახვი, დაჭერით მსხვილად და მრგვლად. მოათავსეთ პერგამენტის ქაღალდზე. თითოეულ ხახვს მოაყარეთ მარილი, წაუსვით მდოგვი და მოაყარეთ ბექონდარა.
2.ორივე ფარში გადაურიეთ ერთმანეთს. ფარშისგან დაამზადეთ მრგვალი დისკები და მოათავსეთ ხახვზე. მოაყარეთ მარილი და წიწაკა.
3.დააქუცმაცეთ კომბოსტო და ოდნავ მოკუჭეთ. ასე ის მეტად რბილი გახდება. კომბოსტოს ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ყაბაყი.
4.წვრილად გახეხეთ ყველი. ხორცის ფირფიტებს მოაყარეთ კომბოსტო, ყაბაყი და ყველი. თითოეულ ულუფას წაუსვით არაჟანი.
5.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 25 წუთი.
სტეიკი თევზითა და ყვავილოვანი კომბოსტოთი
ინგრედიენტები
- ყვავილოვანი კომბოსტო
- 300გ პოლოტის ფილე
- 30გ პომიდვრის პასტა
- 100გ არაჟანი 15%
- მარილი, თეთრი წიწაკა, ბექონდარა გემოვნებით
- გამომშრალი ხახვი, ლიმონი, კამა გემოვნებით
მომზადება
1.სტეიკის ფორმაზე დაჭერით კომბოსტო. 1 თავისგან 4 სტეიკი უნდა გამოვიდეს. მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაში.
2.მოვამზადოთ სოუსი. არაჟანს დაუმატეთ თეთრი წიწაკა, მარილი, ბექონდარა და გამომშრალი ხახვი. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენთვის სასურველი სანელებელბი. ასევე დაუმატეთ პომიდვრის პასტა და კარგად მოურიეთ.
3.თითოეულ სტეიკს წაუსვით სოუსი.
4.დაჭერით თევზის ფილე. მოათავსეთ სტეიკზე და ისევ წაუსვით სოუსი.
5.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 25-30 წუთი. გააფორმეთ გახეხილი ლიმონით და კამით.
გამომცხვარი ბადრიჯანი ქათმით
ინგრედიენტები
- 1 ბადრიჯანი
- 480გ ქათმის ფილე
- 2-3 პომიდორი
- 80გ მოცარელა
- 10მლ ზეითუნის ზეთი
- მარილი, წიწაკა, გამომშრალი ნიორი გემოვნებით
- ბაზილიკი, ოხრახუში გემოვნებით
მომზადება
1.დაჭერით ბადრიჯანი მრგვლად. უნდა გამოგივიდეთ 7 ნაჭერი. მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაზე.
2.ბადრიჯანს წაუსვით ზეთი ორივე მხრიდან. მოაყარეთ მარილი და ნიორი.
3.დაჭერით ქათმის ფილე და მოათავსეთ ბადრიჯანზე. მოაყარეთ მარილი და წიწაკა. ზემოდან მოათავსეთ ბაზილიკის ფოთლები.
4.კერძის ბოლო ფენა – პომიდვრის ნაჭერი (მოაყარეთ მარილი).
5.გამოაცხეთ 280 გრადუსზე 30 წუთი. ზემოდან დაადეთ მოცარელას ნაჭერი.
გემრიელად მიირთვით!