მოტკბო ფუნთუშები მწვანე ხახვით

ეს ფუნთუშები მართალია საფუარიან ცომს საჭიროებს მაგრამ, მაინც ძალიან მარტივად მზადდება, საბოლოოდ ისეთ ლამაზ და გემრიელ ფუნთუშებს მიიღებთ, რომლებიც ისინი საზეიმო სუფრასაც კი დაამშვებენ!

ინგრედიენტები:

  • კვერცხი – 2 ცალი
  • კეფირი – 300 მილიგრამი
  • მარილი – 1 ჩაის კოვზი
  • საფუარი – 8 გრამი
  • მწვანე ხახვი – 200 გრამი
  • კვერცხის გული – 1 ცალი
  • მზესუმზირის ზეთი – 100 მილიგრამი
  • შაქარი – 3 ჩაის კოვზი
  • ფქვილი – 550 – 600 გრამი
  • რძე – 1 ჩაის კოვზი

მომზადების წესი

1. აურიეთ კვერცხი, მარილი და შაქარი. დაუმატეთ კეფირი და მზესუმზირის ზეთი. ცალკე აურიეთ ფქვილი და საფუარი.
2. შემდეგ მშრალ ინგრედიენტებს სველი ინგრედიენტები დაუმატეთ. მოზილეთ რბილი და ოდნავ წებოვანი ცომი. წაუსვით ჯამს ზეთი და მასში ოდნავ მომრგვალებული ცომი მოათავსეთ.

3. დაახურეთ ჯამს სამზარეულოს პირსახოცი ან საკვების ცელოფანი. 1-2 საათი გასაფუებლად გააჩერეთ.
4. როდესაც ცომი გაფუვდება ის 16 ნაწილად დაყავით. მაგიდას ზეთი მოუსვით და მასზე ცომის თექვსმეტივე ნაწილი ოვალურად გააბრტყელეთ.
5. ოვალი ცენტრში ისე დასერეთ როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. შემდეგ ცომზე დაჭრილი მწვანე ხახვი მოათავსეთ.

6. ცომის ნაჭრები გადაახვიეთ ძეხვისებურად და შემდეგ ლოკოკინის მსგავსად დაახვიაეთ. ცომის ბოლოები ფუნთუშის ძირში შეკეცეთ.

7. ფუნთუშები პერგამენტიან ჟარუნაზე მოათავსეთ. კვერცხის გული რძესთან ერთად ათქვიფეთ და ფუნთუშებს გადაუსვით.

8. აცხვეთ 15-20 წუთი, 180 გრადუს ტემპერატურაზე.

ფუნთუშები მწვანე ხახვით მზად არის, ის ცხელიც გემრიელია და ცივიც. ხახვის ნაცვლად მაგარი ყველის ან შემწვარი სოკოს გამოყენებაც შეგიძლიათ. გემრიელად მიირთვით!