შეგიძლიათ ფრანგული პურისა და ბეკონის რაოდენობა გემოვნებით განსაზღვროთ. თუ გსურთ, კერძს დაჭრილი პამიდორი და გახეხილი სტაფილოც დაუმატეთ.
სალათისთვის:
- 300 გ სხვადასხვა სალათის ფოთლები
- 1 ს.კ. ხახვი – შნიტი წვრილად დაჭრილი
- 1 წითელი ბულგარული წიწაკა
- 6 ნაჭერი ბაგეტი
- 6 ნაჭერი ბეკონი
- 1 ს.კ. ძმარი
- 6 კვერცხი
- ახალდაფქული შავი პილპილი
სოუსისთვის:
- 2 ს.კ. წითელი ღვინის ძმარი
- 1 ჩ.კ. ძმარი ბალზამიკო
- მარილი
- 1 ჩ.კ. დიჟონური მდოგვი
- 1 კბილი ნიორი
- 90 მლ ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი
მომზადების წესი:
- სალათა: სხვადასხვა სალათის ფოთლები, წვრილად დაჭრილი ხახვი – შნიტი, ბულგარული წიწაკა და კუბებად დაჭრილი, გახუხული ბაგეტი დიდ ჯამში მოათავსეთ.
- ბეკონი უცხიმოდ შებრაწეთ და ქაღალდის ხელსახოცზე ცხიმის შესაშრობად გადაიტანეთ, შემდეგტ თხელ ზოლებად დაჭერით.
- ტაფაში აადუღეთ წყალი, დაუმატეთ ძმარი, ჩაატეხეთ კვერცხები. შემდეგ გადმოდგით, მჭიდროდ დააფარეთ, 4 წთ. გააჩერეთ.
- მოხარშული კვერცხები წყლიდან ბრტყელპირიანი კოვზით ამოიღეთ და დასაწურად სუფთა ტილოზე გადაიტანეთ.
- სოუსი: ორივე სახის ძმარი, მარილი, მდოგვი, ნიორი და ზეითუნის ზეთი მექანიკური სათქვეფით კარგად ათქვიფეთ.
- მოასხით სალათას, ჯამი მსუბუქად შეანჯრიეთ. შეკაზმეთ პილპილით.