ჩვენს ქვეცნობიერში ხორცის ფარშის და კომბოსტოს კომბინაციამ ფესვები ღრმად გაიდგა. ეს ნამდვილად ძალიან გემრიელი კერძია, თუმცა მოსამზადებლად ცოტა მოთმინება დაგჭირდებათ. არადა სხვა დახვეწილი კერძებიც არსებობს, რომელიც მოთმინებას არ მოითხოვს. მაგალითად, ღუმელში გამომცხვარი ფარშირებული კოსმბოტო ბოსტნეულით.
არაფრის მოხარშვა, დახვევა და მოთუშვა საჭირო არაა. ყველაფერი, რაც გჭირდებათ – ფარში შეწვით და ამით კომბოსტო გაავსეთ. დანარჩენ საქმეს ღუმელი გააკეთებს. სიტყვაზე, ამ შემთხვევაშიც არომატულ ბოსტნეულის გარნირს მიიღებთ. იდეალური კვირის კერძი? მთავარი კერძი სადღესასწაულო სუფრაზე? თავად გადაწყვიტეთ.
ინგრედიენტები:
- 20 გრ პური
- 450 გრ ძროხის ფარში
- 1,5 წითელი ხახვი
- 1 კვერცხი
- მარილი გემოვნებით
- შავი წიწაკა (დაფქული) გემოვნებით
- მუსკატის კაკალი გემოვნებით
- 0,5 ნიახურის ფესვი
- 1 პრასი
- 2 ს/კ პომიდვრის პასტა
- 80 მლ წითელი ღვინო
- 250 მლ წყალი
- 1 თავი თეთრი კომბოსტო
მომზადება:
- კომბოსტო გარეცხეთ და ზედა ფოთლები მოაშორეთ. შემდეგ კიდეები მოაჭერით და გული ამოიღეთ. კომბოსტო შიგნით ცარიელი დატოვეთ.
- პურის ნაჭერი წყალში ჩაალბეთ და ხორცის შიგთავსი მოამზადეთ: ფარშს გასიებული პური და წვრილად დაჭრილი ხახვი აურიეთ. მარილი, წიწაკა, მუსკატის კაკალი გემოვნებით მოაყარეთ და კვერცხი დაუმატეთ. შიგთავსი ხელით მოზილეთ.
- კომბოსტო დაფარშეთ და საცხობ ფორმაზე ნახვრეტით ქვემოთ მოათავსეთ. 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთით აცხვეთ.
- ამ დროში ხახვი, სტაფილო, ნიახურის ფესვი და პრასი ტაფაზე შეწვით. პომიდვრის პასტა (ან სოუსი), ღვინო, წყალი დაუმატეთ და აურიეთ.
- სოუსი ბოსტნეულთან ერთად ადუღებამდე მიიყვანეთ, მარილი და წიწაკა მოაყარეთ და ცეცხლიდან გადმოდგით.
- კომბოსტო ღუმელიდან გამოიღეთ და ბოსტნეული სოუსით პირდაპირ მასზე მოათავსეთ. ფოლგა დააფარეთ და 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში კიდევ 45 წუთით აცხვეთ.
ფარშირებული კომბოსტოს გადაბრუნებით ზედმეტ წვენს გამოსვლის საშუალებას მისცემთ. მიღებულ ბულიონს პომიდვრის სოუსში მოთუშული ბოსტნეული იწოვს. ამაში მდგომარეობს ბოსტნეულის ბალიშის პლიუსი, რომელიც მდიდრული გარნირი გახდება. ფარშირებული კომბოსტოსთვის გამოდგება ქათმის ფარში გახუხულ ორცხობილასთან ერთად. ასევე შეგიძლიათ ცოტა ყველი დაუმატოთ.