გორგონზოლას კრემისებური კონსისტენცია ძალიან უხდება სპაგეტს, ბროკოლით

1548

ცისფერი ყველი – ეს სახელი მასში განვითარებული ობის მომწვანო-მოცისფრო ფერის გამო ეწოდა. ახასიათებს ძალზე მკვეთრი არომატი და გემო. მზადდება ნადუღისგანაც. სახეობათაგან განსაკუთრებით პოპულარულია “როკფორი”. საქართველოში იწარმოება “ჯავახური ცისფერი”  და “მონასტრის ცისფერი”.

ინგრედიენტები: 

  • 500 გ ბროკოლი
  • 500 გ სპაგეტი
  • 60 მლ ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი
  • 2 კბილი ნიორი
  • 250 გ ყველი გორგონზოლა
  • 60 გ ყველი პარმეზანი
  • დაღერღილი პილპილი

მომზადების წესი: 

  1. დიდ ქვაბში ჩაასხით წყალი, ჩაყარეთ მარილი და აადუღეთ, ჩაყარეთ ბროკოლი, მოწალეთ, საწურზე  გადაიტანეთ. ნახარში ისევ აადუღეთ, ჩაყარეთ სპაგეტი, ბოლომდე არ მოხარშოთ.
  2. სანამ პასტა მომზადდება, დიდ ტაფაში გააცხელეთ ზეთი და წვრილად დაჭრილი ნიორი მოშუშეთ. შემდეგ ბროკოლი დაუმატეთ და აურიეთ.
  3. მომზადებული პასტა ჯამში გადაიტანეთ. ბროკოლი დაადეთ, ბურბუშელებად გახეხილი ან კუბებად დაჭრილი გორგონზოლა და პარმეზანი მოაყარეთ. შეაზავეთ დაღერღილი პილპილით.
  4. ჯამი მსუბუქად შეანჯღრიეთ და სუფრაზე ცხელი მიიტანეთ.
  5. გორგონზოლას კრემისებური კონსისტენცია აქვს და ძალიან უხდება პასტასა და ბროკოლს. შეგიძლიათ, კერძს გაცილებით ცხარე ცისფერი  ყველი – “სტილტონი”, “როკფორი” ან “დანიური ლურჯი” დაუმატეთ.