ზაფხულში ხილი, ბოსტნეული და მწვანილი გაცილებით იოლად ხელმისაწვდომია, შესაბამისად ეს შესანიშნავი დროა ჯანმრთელობისა და ფიგურის მისახედად. დღეს გასწავით წვნიანის რეცეპტს რომელიც თქვენს ორგანიზმს შლაკებისგან და ტოქსინებისგან გაწმენდს და იმუნიტეტსაც გაგძლიერებთ. ამ დეტოქს-სუპის წვნიანის ყველა ინგრედიენტი სასარგებლოა, მასში შემავალი აიურვედული სუნელების ნაკრები კი წვნიანს დაუვიწყარ გემოსა და პიკანტურობას სძენს.
გასახდომი ბოსტნეულის წვნიანი
ინგრედიენტები
- 50 გრამი ლობიო
- 100 გრამი წითელი და ყვითელი წიწაკა
- 100 გრამი ნიახური
- 1 პატარა სტაფილო
- 50 გრამი ისპანახი
- ოხრახუშის ან რუკოლას საშუალო ზომის კონა
- 100 გრამი ბროკოლი
- 1-2 ჩაის კოვზი ნიორისა და კოჭას პასტა
- 2-4 ჩაის კოვზი აიურვედული სანელებლები: კორიანდრი, კურკუმა, მიხაკი, შავი პილპილი, დარიჩინი და კვლიავი
- მარილი (ზღვის ან ჩვეულებრივი)
- 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ან სელის თესლი
- ნახევარი ლაიმი ან ლიმონი
- 1-2 ჭიქა წყალი
- გოგრის თესლი
მომზადების წესი
1. ქვაბში ჩაასხით ჭიქა წყალი და ლობიო ჩაყარეთ. შეგიძლიათ ცოტადენი ზეითუნის ზეთი დაუმატოთ – დაარბილებს. დადგით ქვაბი ცეცხლზე, დაუმატეთ სანელებლები (აჯობებს სანელებლები დასაწყისშივე დაუმატოთ, ისინი უკეთ გამოყოფენ თავის არომატს).
2. დაჭერით ბოსტნეული და მწვანილი, სტაფილო გახეხეთ მსხვილ სახეხზე ან ზოლებად დაჭერით.
3. თითქმის მოხარშულ ლობიოს ნახევარი ჭიქა წყალი დაუმატეთ. ახლა კი ცეცხლს დაუწიეთ და ბოსტნეულის დამატება დაიწყეთ. მოხარშეთ 10 წუთი და ნიორისა და კოჭას პასტა დაუმატეთ. მისი მომზადება ძალიან იოლია: აურიეთ კოჭა და ნიორი თანაბარი რაოდენობით და კარგად დააბლენდერეთ.
4. კიდევ 5-10 წუთი ხარშეთ სრულ მზაობამდე. დაუმატეთ მარილი. თუ სურვილი გაქვთ წვნიანი შეგიძლიათ დააბლენდეროთ. წვნიანში ცოტაოდენი ლაიმის წვენი ჩაწურეთ, გოგრის თესლით მორთეთ და გემრიელად მიირთვით.
რედაქციის რჩევა
თუ ლობიო ძველია აჯობებს ის მთელი ღამით დაალბოთ, თორემ მის ხარშვას რამდენიმე საათი დაჭირდება. წვნიანში შეგიძლიათ ახალი მწვანე ბარდა და კიტრი დაამატოთ. ასეთი წვნიანი კვირაში 3-ჯერ უნდა მიირთვათ და დიეტაზე დაჯდომა არასდროს მოგიწევთ. მალევე იგრძნობთ სიმსუბუქეს და თვითშეგრძნებაც გაგიუმჯობესდებათ. ეს სუპი ნამდვილი გამწმენდია ორგანიზმისთვის.