ყაყაჩოს ნამცხვარი ხაჭოთი

1366
homemade Poppy Seed Crumble Cheesecake sliced on a black slate round plate on a dark concrete table, horizontal view from above, close-up

მოგზაურობისას დრეზდენტში ჩამოვიტანე გერმანული ყაყაჩოს ნამცხვრის რეცეპტი ხაჭოთი. მისი შიგთავსი უბრალოდ ფანტასტიურია! ნამცხვარი გამოდის საკმაოდ მაღალი, აპეტიტური და დიდი, რაც ძალიან მოსახერხებელია დიდი ოჯახებისათვის. მის მთავარ ფუძეს წარმოადგენს ძალიან ფხვიერი ცომი, ხოლო მის შუაში მოთავსებულია ყაყაჩოსა და ხაჭოს უგემრიელესი შიგთავსი.

ყველაზე რთული ამ ნამცხვრის მომზადებაში – მისი გაგრილებისათვის საჭირო დროა. ყაყაჩოს გერმანული ნამცხვრის მოსამზადებლად საჭიროა უმარტივესი ინგრედიენტები.

ყაყაჩოს ნამცხვარი ხაჭოთი

დღეს ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ უმგემრიელესი გერმანული ნამცხვრის რეცეპტს. ის გაგაოცებთ არა მარტო გემოთი, არამედ მისი უჩვეულო ვიზუალითაც.

ცომის ინგრედიენტები

  • 190გ ფქვილი
  • 90გ კარაქი
  • 80გ შაქარი
  • მწიკვი მარილი

შიგთავსის ინგრედინტები

  • 450მლ რძე
  • 60გ კარაქი
  • 90გ შაქარი
  • 100გ ყაყაჩო
  • 1 ცალი კვერცხი
  • 90გ მანანის ბურღული
  • 150გ ხაჭო
  • მწიკვი მარილი

მომზადება

1.ღრმა ქვაბში ჩაასხით ცივი რძე, ყაყაჩო, შაქარი და კარაქი. ათქვიფეთ ხელის სატქვეფით და მოათავსეთ საშუალო ცეცხლზე. მუდმივი მორევით მიიყვანეთ ადუღებამდე.

2.ცხელ მასას ურიეთ და პარალერულად დაუმატეთ მანანის ბურღული. შემდეგ გადმოიტანეთ ცეცხლიდან და დაელოდეთ 20 წუთი, რათა მანანის ბურღული კარგად ამოფუვდეს.

3.ცალკე ჯამში ერთმანეთს შეურიეთ ხაჭო, კვერცხი, მწიკვი მარილი. ყველაფერი ათქვიფეთ ხელის ბლენდერით ერთგვაროვანი მასის მირებამდე.

4.ხაჭოს მასას დაუმატეთ ხაჭოს მასა. ბლენდერის მეშვეობით ათქვიფეთ ყველაფერი.

5.ფხვიერი ცომის მოსამზადებლად ფქვილს დაუმატეთ კარაქი, შაქარი და მწიკვი მარილი. ყველა ინგრედიენტები ხელით კარგად დაფხვენით. მე ვიყენებ ჩოფერს.

6.აიღეთ საცხობი ფორმა (მე გამოვიყენე 18სმ დიამეტრის მქონე ფორმა), ამოფინეთ საცხობი ქაღალდით. ძირს მოათავსეთ ფხვიერი მასა და თანაბრად მოასწორეთ, ზემოდან მოასხით ხაჭოსა და ყაყაჩოს შიგთავსი. მასები კარგად მოასწორეთ და ზემოდან მოაყარეთ დარჩენილი ფხვიერი ცომი.

7.ნამცხვარი გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 45-50 წუთის განმავლობაში. ნამცხვრის ზედა ნაწილი კარგად უნდა შეიბრაწოს.

8.აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ნამცხვრის სრულ გაციებამდე ფორმიდან გადმოტანა არ შეიძლება, რადგან ის ვეღარ შეინარჩუნებს ფორმას და ჩამოიშლება. დაელოდეთ მისი გაგრილებას და მოათავსეთ ერთი საათით მაცივარში. შემდეგ ნამცხვრის კიდეებში ჩაატარეთ დანა და გადმოიღეთ ფორმიდან.

9.სულ ეს იყო, გერმანული ნამცხვარი ყაყაჩოთი და ხაჭოთ მზად არის. გემრიელად მიირთვით!

ეს საოცარი დესერტი – შეუცვლელი დანამატია ერთ ფინჯან ყავასთან ან ჩაისთან. მე ამ ნამცხვარში ძალიან მომწონს რბილი და ხრაშუნა ფირფიტების შერწყმა. აუცილებლად სცადეთ მისი მომზადება, მერწმუნეთ არ ინანებთ.