ეს არაჩვეულებრივი კექსი თქვენს კულინარიულ შესაძლებლობებს ახალ დონეზე გადაიყვანს, თქვენს მიერ მომზადებული ნამცხვარი ქალაქის ნებისმიერი საკონდიტროს ნამცხვარს აჯობებს!
დღეს ალუბლის კომპოტისა და განაშეს შოკოლადის კექსის რეცეპტის შესახებ მოგიყვებით.
ინგრედიენტები
- 250 გრამი მუქი შოკოლადი
- 40 მილიგრამი მცენარეული ზეთი
- 100 გრამი კარაქი
- 125 მილიგრამი წყალი
- 160 გრამი შაქარი
- 80 მილიგრამი ნაღები
- 90 გრამი თეთრი შოკოლადი
- 230 გრამი ალუბალი
- 7 გრამი სიმინდის სახამებელი
- 2 გრამი მარილი
- 70 გრამი ფქვილი
- 20 გრამი ნუშის ფქვილი
- 2 ცალი კვერცხი
- 15 გრამი კაკაოს ფხვნილი
- 3 გრამი გამაფხვიერებელი
მომზადების წესი
1. კარაქი დიდი ჯამში დაარბილეთ, მოაყარეთ მარილი და თქვიფეთ სანამ თანაბარ თეთრ ფერს არ მიიღებს. შემდეგ ჯამში კაკაო და შაქარი ჩაყარეთ. თქვიფეთ მიქსერით 2 წუთის განმავლობაში.
კვერცხი და ნაღები ცალკე ათქვიფეთ. მიღებული ნარევი ჯამში სხვა ინგრედიენტებთან ერთად მოათავსეთ და კვლავ კარგად ათქვიფეთ.
ბოლოს ჯამში გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი ჩაყარეთ, დაუმატეთ 50 გრამი გამლღვალი მუქი შოკოლადი და 50 გრამი ალუბალი კურკების გარეშე.
2. ჟარუნას ან საცხობ ფორმას პერგამენტი დააფინეთ და მასზე მომზადებული ცომი თანაბრად გაანაწილეთ. გამოაცხვეთ ბისკვიტი 170 გრადუსზე გაცხელებულ ქურაში – 45 წუთის მანძილზე. შემდეგ გამოიღეთ და დაელოდეთ მის შეგრილებას.
3. სანამ ბისკვიტი ცივდება სიროფი მოამზადეთ. ჩაასხით ჭურჭელში 60 მილიგრამი წყალი და 30 გრამი შაქარი, დადგით ნელ ცეცხლზე, მუდმივად ურიეთ და მიიყვანეთ ადურებამდე. სიროფის მომზადების შმედეგ კი ალუბლის კომპოტზე გადაერთეთ. დაასველეთ ჟელატინი 30 მილიგრამ წყალში და დატოვეთ გასაფუვებლად. შემდეგ აიღეთ ქვაბი და მასში დარცენილი ალუბალი, შაქარი და სიმინდის სახამებელი ჩაყარეთ.
ქვაბში 35 მილიგრამი წყალი ჩაამატეთ, ამის შმედეგ ალუბალი საშუალო ცეცხლზე დადგით. მიიყვანეთ ალუბლის ნარევი ადუღებამდე, პერიოდულად ურიეთ ისე, რომ არ დაიწვას. შემდეგ ოდნავ შეაგრილეთ და აურიეთ გაფუებულ ჟელატინთან.
4. შემდეგ ვამზადებთ განაშს. გაადნეთ თეთრი შოკოლადი და 40 მილიგრამ თბილ ნარებს შეურიეთ, ათქვიფეთ ბლენდერით. ბოლოდ დაუმატეთ 30 გრამი გაციებული ნაღების კარაქი და კვლავ ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
ბოლოს 30 გრამი გაცივებული კარაქი დაუმატეთ და კვლავ თქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
5. ახლა როდესაც ძირითადი შემადგენლობა მზად გვაქვს, კექსის აწყობას შევუდგეთ. აიღეთ საცხობი ფორმა მაღალი კიდეებით და საკვები ცელოფანი ჩააფინეთ. სემდეგ გაჭერით ბისკვიტი რამდენიმე ფენად და სიროფით კარგად დანამეთ. ფორმის ფსკერზე განაში ჩაასხით, ზემოდან პირველი ფენა მოათავსეთ და ოდნავ დააჭირეთ. შემდეგ ფრთხილად მოათავსეთ ფენაზე ალუბლის სიროფი და ზემოდან ბისკვიტის მეორე ფენა დააფინეთ.
მზა კექსი საკვებ ცელოფანში შეახვიეთ და მაცოივარში შედგით 6 საათით.
6. დაიწყეთ მინანქრის მომზადება. გაალღვეთ 200 გრამი მუქი შოკოლადი და მცენარეულ ზეთთან აურიეთ. ამის შემდეგ კექსი მაცივრიდან გამოიღეთ და ცხელი შოკოლადით ყველა მხრიდან დაფარეთ.
როდესაც მინანაქარი გაცივდება, შეგიძლიათ ყველაზე სასიამოვნო პროცესზე – დეგუსტაციაზე გადახვიდეთ!