სამწუხაროდ, თევზი ჩვენი სუფრის ისეთი ხშირი სტუმარი არაა, როგორც გვსურს. ამასთან ძვლებთან თამაში ყველას არ უყვარს. შინაურული თევზის კოტლეტები შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომ მკვებავი ნივთიერებების და ვიტამინების დეფიციტი აღმოფხვრათ.
თუმცა ასეთი კოტლეტები მშრალი გამოვა, განსაკუთრებით ვირთევზას ან მინტაის თევზის გამოყენების შემთხვევაში.
ოღონდ არა ის, რომელსაც დღეს მოვამზადებთ. ვირთევზას, წითელი თევზის ფილეს და ქონის კოტლეტები ბებიების რეცეპტით ყოველთვის გემრიელი, წვნიანი და ნაზი გამოდის.
შინაურული თევზის კოტლეტები
ინგრედიენტები:
- 250 გრ წითელი თევზის ფილე
- 150 გრ ხახვი
- 2 ს/კ სახამებელი
- 250 გრ თეთრი თევზის ფილე (ვირთევზა, მინტაი)
- 250 გრ ღორის ქონი
- 2 ს/კ მაიონეზი (არაჟანი)
- მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით
- მცენარეული ზეთი შესაწვავად
- ორცხობილა საფანელისთვის
მომზადება:
1. თევზი, ხახვი და ღორის ქონი ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. ღორის ქონისა და ხახვისთვის უფრო წვრილ ნახვრეტებიანი პირი აიღეთ.
2. თასში სახამებელი, მაიონეზი და გატარებული პროდუქტები აურიეთ. თევზის კოტლეტები მაიონეზით ფუმფულა, ნაზი და ძალიან გემრიელი გამოვა. მაიონეზი განსაკუთრებით უცხიმო თევზის სახეობას (სქელშუბლა, ვირთევზა) უხდება.
3. კოტლეტები მშრალი ნამდვილად რომ არ გამოვიდეს, ზოგიერთი დიასახლისი დამატებით ხრიკებს იყენებს. მაგალითად, ფარშს მცენარეულ ზეთში შემწვარ ხახვს ან კარაქის ნაჭერს უმატებენ.
4. აურიეთ, მარილი და წიწაკა მოაყარეთ.
5. ფარშიდან პატარა კოტლეტები გააკეთეთ.
6. კოტლეტები ტაფაზე დადეთ. შეგიძლიათ ძალიან ცოტა ზეთი დაუმატოთ, რადგან ფარშში ღორის ქონი შედის, რომელიც შესაწვავად საკმარისი იქნება.
7. კოტლეტები საშუალო ცეცხლზე 4-5 წუთით შეწვით. გადააბრუნეთ, თავსახური დაახურეთ და 5 წუთით თუშეთ.
8. შინაურული თევზის კოტლეტები მზადაა. გემრიელად მიირთვით!
მოწითალო ქერქის მოყვარულებს შეუძლიათ საფანელი გამოიყენონ. მე პურის ჩხირების საფანელი სეზამის თესლთან ან შემწვარი პურის საფანელი მიყვარს. ის ძალიან მყიფეა და დიდხანს დაფშვნა არ სჭირდება. ტაფაზე კარგად იქცევა, თხელ და სასიამოვნო ქერქს ქმნის. საერთოდ, ყველა მხრივ იდეალურია.