როგორ შევუნარჩუნოთ გაყინვისას კენკრას სასარგებლო თვისებები

1402

კენკრა ( ჟოლო, მოცხარი, ალუბალი, მარწყვი) აუცილებლად გარეცხეთ, გააშრეთ და გადაიტანეთ ბრტყელ ჭურჭელზე.

მოათავსეთ საყინულეში, გაყინვის შემდეგ კი კონტეინერში.

თესლიანი ხილი აუცილებლად უნდა გაჭრათ და მოაშოროთ თესლი.

ხილი (ვაშლი, მსხალი), რომლისგანაც ხშირად ამადებენ ჯემებს, უნდა დაჭრათ და მოაშოროთ თესლი.

მოათავსეთ თეფშზე და ოდნავ გაყინეთ, შემდეგ მოათავსეთ ჭურჭელში და მოასხით შაქრის სირპი: 3/4 ჭიქა შაქარი და 1 ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალი.

დააფარეთ თავზე და მოათავსეთ საყინულეში.

გაყინული გარეული მარწყვი

ამ ხილის გაყინვის ორი ხერხი არსებობს.

ნებისმიერი ზომის გარეული მარწყვის გაყინვა შეიძლება, ის უნდა  მოათავსოთ ბრტყელ ჭურჭელში და საყინულეში სრულ გაყინვამდე დატოვოთ.

ასევე შაქრის სიროპტან ქილაში მოათავსებაც შეიძლება. ეს მეთოდი ძალიან პოპულარულია, ხილს ათავსებენ სუფთა და მშრალ ქილებში, ასხამენ სიროპს (300გ შაქარი და 1ლ წყალი) და აგრილებენ, 24 საათი ათავსებენ საყინულეში.

რაც მთავარია კარგად უნდა მოხუფოთ ქილის თავსაფარი.

გაყინული ალუბალი და ბალი

მოამზადებულ ხილს (გარეცეთ, გაასუფთავეთ და მოაშორეთ თესლი) მოაყარეთ შაქარი, მოათავსეთ ჯამში, გადააკარით პოლიეთილენის პაკეტი და მოათავსეთ საყინულეში.

საყინულეში უნდა შენარჩუნდეს -12 – -18,  ხოლო უნდა შეინახოთ -12 გრადუსზე.

გაყინული ჟოლო

ჟოლოს გაყინვა შაქართან ან მის გარეშეც შეგიძლიათ. მომწიფებული ხილის მოათავსეთ ჭურჭელზე და 3-4 საათი მოათავსეთ გრილ ადგილას.

ჯამს დააფარეთ თავსაფარი და გადაიტანეთ მაცივარში.

გაყინული მოცხარი

მოცხარი (შავი, წითელი, ყვითელი, თეთრი) გარეცხეთ, გააშრეთ, მოათავსეთ ჭურჭელში და გაყინეთ.

გაყინული მოცვი

მოცვის შენახვაც უმარტივესია. ყინვებამდე მისი შენახვა აივანზეც კი შეიძლება.

ყინვების დადგომასთან ერთად უნდა გადაასხათ წყალი და კენკრას მისცეთ გაყინვის საშუალება.