დამწნილებული წიწაკა სომხურად – აუცილებლად ჩაინიშნეთ ეს რეცეპტი!

773

კავკასიაში გიჟდებიან ტკბილ წიწაკაზე, სეზონზე იმარაგებენ და ზამთვრისთვის ინახავენ. ბოსტნეულის გარეშე წარმოუდგენელია კავკასიური ხორცით გაჯერებული სუფრა.

დამარინადებული ტკბილი წიწაკა – ერთერთი საოუკეთესო და საყვარელი კერძია.

ინგრედიენტები

  • 1კგ ტკბილი წიწაკა
  • 50გ ნიორი
  • ოხრახუში
  • ნიახური

ინგრედიენტები მარინადისთვის

  • 100გ 9% ძმარი
  • 200გ მცენარეული ზეთი
  • 2-3 დაფნის ფოთოლი
  • 5-6 მარცვალი სურნელოვანი წიწაკა
  • 5-6 მარცვალი შავი წიწაკა
  • 300-400გ წყალი

მომზადება

1.გარეცხეთ და გაასუფთავეთ წიწაკა, გაჭერით შუაზე.

2.ინგრედიენტები მარინადისთვის მოათავსეთ ქვაბში, აადუღეთ, წიწაკა მოათავსეთ მარინადში ისე, რომ თავისუფლად იცურონ, დაელოდეთ 5-6 წუთი.

3.ამოიღეთ მზა წიწაკები (უნდა დარბილდნენ) მოათავსეთ დარცენილი წიწაკები.

4.მსხვილად დაწერით მწვანილი.

5.მზა წიწაკები მოათავსეთ ქვაბში შემდგი თანმიმდევრობით: მწვანილი და ნიორი, წიწაკა, მწვანილი და ასე შემდეგ. გააგრილეთ და მოათავსეთ მაცივარში.

გემრიელად მიირთვით!

ბულგარული წიწაკა – ვიტამინების საწყობია. მან კონკურენტების ჩამონათვალიდან ციტრუსებიც კი ჩამოიშორა.