კარტოფილის ძეხვის რეცეპტი დღესასწაულებსა და ჩვეულებრივ დღეებში

1906

შინაურული კარტოფილის ძეხვი ბევრი სლავური ხალხის სამზარეულოში გვხვდება – ლიტვურ, ბელორუსულ, უკრაინულ და პოლონურ სამზარეულოში.

რა თქმა უნდა, თითოეულ კერძს თავისი დეტალი აქვს, მაგრამ არსი ერთია – ღორის ნაწლავებს კარტოფილით ან კარტოფილის და ხორცის ნარევით ავსებენ.

კარტოფილის და ხორცის გარდა ძეხვში ხახვს აუცილებლად ამატებენ. პირველ რიგში, იმისთვის, რომ კარტოფილმა ფერი შეინარჩუნოს. დაჭრილი ან გახეხილი კარტოფილი სწრაფად მუქდება, ხოლო ხახვის წვენი ამას ხელს უშლის.

კარტოფილის ძეხვი

ინგრედიენტები:

  • 1,5 კგ კარტოფილი
  • 250 გრ მკერდის ნაჭერი (ხორცი)
  • 300 გრ ქამა სოკო
  • 2 ხახვი
  • 3 მ ძეხვის ნატურალური გარსი
  • 2-3 ს/კ მცენარეული ზეთი
  • წიწაკა და მარილი გემოვნებით

მომზადება:

1. ძეხვის გარსი კარგად გარეცხეთ.

2. გასუფთავებული კარტოფილი წვრილ სახეხზე გახეხეთ.

3. წვრილად დაჭრილი ხახვი ტაფაზე შეწვით.

4. სოკო და მკერდის ნაჭერი წვრილად დაჭერით. ხახვს დაუმატეთ და მომზადებამდე შეწვით.

5. ყველა ინგრედიენტი აურიეთ. ნარევით გარსი გაავსეთ. ბოლოები ძაფით შეკარით. კბილის ჩხირით თითოეული ძეხვი რამდენიმე ადგილას გახვრიტეთ.

6. კარტოფილის ძეხვი 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40-50 წუთით აცხვეთ.

7. კარტოფილის ძეხვი სოკოთი მზადაა. გემრიელად მიირთვით!

თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ!