მნიშვნელოვანია სწორად მოვამზადოთ ქათმის კუჭი, თუ მის შიდა ზედაპირზე კუჭის შიგტავსის ნარჩენები ან ყვითელი ფენა დარჩება, ხორცს მომწარო გემო გაუჩნდება.
ქათმის კუჭი მდიდარია ადამიანისთვის საჭირო ვიტამინებით, ის შეიცავს პანტოთენის, ფოლიუმისა და ასკორბინის მჟავებსაც. ამ საკვებს ღირსეული ადგილი უჭირავს ხალხურ მედიცინაში, მათ მოწამვლისას და საკვების მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემების დროს იყენებენ, აუმჯობესებს კუჭის წვენის გამომუშავებას და ორგანიზმიდან ტოქსინებიც გამოჰყავს.
თუთიის შეცველობის გამო ქათმის კუჭი სასარგებლოა ბავშვებისთვის. თუთია ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილების ფორმირებასა და გამაგრებას, აუმჯობესებს ტმებისა და ფრჩხილების მდგომარეობას.
დღეს რამდენიმე კერძს შემოგთავაზებთ რომლებიც სწორედ ამ სასრგებლო პროდუქტისგან მზადდება.
ქათმის კუჭები დიეტურად. არაჟნით.
ინგრედიენტები
- 1 კილოგრამი ქათმის კუჭები
- 4 ცალი ხახვი
- 1/4 მუსკატის კაკალი
- წიწაკა და მარილი გემოვნებით
- 200 გრამი არაჟანი
- 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
მომზადების წესი
1. რაც შეიძლება თხლად დაჭერით ხახვი – ნახევარ რგოლებად
2. კარგად გარეცხეთ კუჭები, გააშრეთ ქაღალდის ხელსახოცზე და გაცხელებულ ტაფაზე დაყარეთ.
3. წვით და ურიეთ 5-7 წუთის განმავლობაში
4. დაყარეთ ხახვი, შეაზავეთ მარილითა და წიწაკით და 30 წუთის განმავლობაში თუშეთ – ძალიან ნელ ცეცხლზე. ურიეთ პერიოდულად.
5. კუჭები იმ წვენში უნდა მოითუშოს რომლებსაც თვითონ გაუშვებენ, წვენს ხახვიც გაუშვებს და ნელ-ნელა თითქმის შეუმჩნეველი გახდება.
6. ნახევარ საათიანი თუშვის შემდეგ კუჭებს გახეხილი მუსკატის კაკალი მოაყარეთ.
7. მოასხით არაჟანი, ურიეთ 1 წუთი და გამორთეთ. დაახურეთ თავი და რამდენიმე წუთით თავდახურული გააჩერეთ.
შეგიძლიათ სურვილისამებრ ლიმონის წვენიც მოასხათ. გემრიელად მიირთვით!
ქათმის კუჭები სოკოთი
- 850 გრამი ქათმის კუჭები
- 350 გრამი შამპინიონი
- 2 ცალი ხახვი
- 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
- 1/2 სუფრის კოვზი ზღვის მარილი
მომზადების წესი
1. გარეცეთ და გაასუფთავეთ ქათმის კუჭები. დაჭერით პატარა ნაჭრებად (3-4 ნაწილად)
2. მოათავსეთ ქვაბში, დაასხით წყალი და მარილი მოაყარეთ.
3. დაახურეთ ტავი და ნელ ცეცხლზე მოსათუშად დადგით 40-50 წუთით (აჯობებს 1.5 საათით გააჩეროთ, ასე კუჭები უფრო ნაზი გამოვა)
4. კუჭების გამზადებამდე 30 წუთით ადრე სოკო გარეცხეთ.
5. გაამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცზე
6. დაჭერით სოკო და ხახვი პატარა კუბებად.
7. ხახვი ზეთიან ტაფაზე მოათავსეთ და ურეთ, მოწვით გაოქროსფრებამდე.
8. დაუმატეთ სოკო და წვით წვენის ამოშორბამდე. ამავდროულად სოკო რბილი უნდა დარჩეს, სოკო კია რ უნდა დაიწვას!
9. ტაფაში კუჭები ჩაყარეთ და ბულიონის ნაწილი დაუმატეთ (რომელშიც იხარშებოდა).
10. მოურიეთ, დაახურეთ თავსახური და 15-20 წუთით ძალიან დაბალ ცეცხლზე დატოვეთ მოსათუშად.
ქათმის კუჭები სოკოთი მზად არის.
ქათმის კუჭმაჭის წვნიანი
ინგრედიენტები
- 500-600 გრამი ქათმის შეგნეულობა (კუჭები, გული, ღვიძლი)
- 1 ცალი სტაფილო
- 2 ცალი ხახვი
- 4-6 ცალი კარტოფილი
- 3 სუფრის კოვზი ვერმიშელი
- 2 კბილი ნიორი
- მწვანილი
- 1-2 დაფნის ფოთოლი
- მცენარეული ზეთი შესაწვავად
- 2-2.5 ლიტრი ქათმის ბულიონი
მომზადების წესი
1. გარეცხეთ კუჭები და გულები, მოაჭერით ზედმეტი ნაწილები. კვლავ გარეცხეთ და დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად.
2. მოათავსეთ პროდუქტები წყალში, მიიყვანეთ ადურებამდე და 5-7 წუთი ხარშეთ. გადაღვარეთ წყალი და გაავლეთ პროდუქტები.
3. მნიშვნელოვანია: მითითებული დროის განმავლობაში მაღაზიის პროდუქტები უნდა ხარშოთ. სოფლის პროდუქტს მოსახარშად შედარებით მეტი დრო ესაჭიროება.
4. ხახვი დაჭერით კუბებად. სტაფილო გახეხეთ მსხვილ სახეხზე.
5. ბოსტნეული ზეთში მოწვით გაოქროსფრებამდე.
6. კარტოფილი გათალეთ და კუბებად დაჭერით.
7. ქვაბში ქათმის ბულიონი ჩაასხით და მიიყვანეთ ადუღებამდე.
8. ადუღებულ ბულიონში კარტოფილი, კუჭები და გულები ჩაყარეთ. 20 წუთის შემდეგ – ღვიძლი, ხახვი და სტაფილო დაუმატეთ.
9. ამ 20 წუთის გასვლამდე 5 წუთით ადრე წვნიანში ვერმიშელი ჩაუმატეთ.
10. გამორთეთ ცეცხლი, შეაზავეთ მარილითა და პილპილით, მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი, დაჭყლეტილი ნიორი და დაფნის ფოთოლი. დაფნის ფოთოლი 5 წუთის შემდეგ ამოიღეთ.
11. წვნიანი რამდენიმე საათით გააჩერეთ და მიირთვით.