შეიძლება გაგიკვირდეთ მაგრამ არსებობს ხილი, რომელბიც შაქრისა და კალორიულობის სიჭარბით გამოირჩევიან და თუ ზომიერებას არ გამოიჩენთ – ისინი თქვენს წონას რამდენიმე კილოგრამს მიუმატებენ! დღეს იმ 5 ხილზე ვისაუბრებთ რომლებიც რაციონში უნდა შეზღუდოთ, ამასთან ერთად მათ სასარგებლო თანამოძმეებზეც ვისაუბრებთ.
ყველაზე სასარგებლო ხილი
1. გარგარი და მარწყვი
გარგარი საკმაოდ რთული გადასამუშავებელია. გარდა ამისა ისინი მარტივად იწყებენ კუჭ-ნაწლავის სისტემის დარღვევებს. გარგარი ამიგდალინს შეიცავს რომელიც კუჭში ისეთი მჟავის გამოყოფას აძლიერებენ რომელიც გულის რევას იწვევს. მართალია გარგარს დადებითი თვისებებიც აქვს, თუმცა ამ უკუჩვენებების გამო დიეტოლოგები 1 ჯერზე 3 გარგარზე მეტის მირთმევას არ გვირჩევენ.
რაც შეეხება მარწყვს ის ძალიან სასარგებლო ხილია, მათ შორის მათთვისაც ვინც ფიგურას უფრთხილდება. ის ცელულიტტან ბრძოლაში დაგეხმარებათ, მასში ევრი წყალი, С ვიტამინი, ბოჭკოა, შაქარი კი მინიმალური რაოდენობით აქვს.
2. მსხალი, ნესვი და საზამთრო
მსხალი ძალიან სასარგებლოა, მაგრამ მას ნაწლავის პრობლემების და შეკრულობის გამოწვევა შუეძლია. ნესვში და საზამთროში კი შაქრის არც თუ ისე ცოტა შემცველობაა მაგრამ, სამაგიეროდ ბოჭკოს დიდი შემცველობა აქვთ. შეიცავენ ბევრ წყალს და არაჩვეულებრივი შარდმდენი ეფექტი აქვთ, ისინი ორგანიზმს ტოქსინებისგან წმენდენ. საზამთროსა და ნესვის მირება აკნესა და თირკმელებში კენჭის არსებობის დროს არის რეკომენდებული.
3. ავოკადო და ტყის კენკრა
ავოკადო უდავოდ ძალიან სასარგებლოა მაგრამ, ის ყველაზე კალორიული ხილია, ამიტომ თუ ჭარბ წონას ებრძვით აჯობებს ის რაციონში მაქსიმალურად შეამციროთ. კენკრა კი ჩვენი ერთგული მეგობარია, მათში შაქრის შემადგენლობა მინიმალურია, ვიტამინებისა და ანტიოქსიდანტების რაოდენობა კი მაქსიმალური. რაც მთავარია ისინი ორგანიზმს კოლაგენის გამომუშავებაში ეხმარებიან და ცხიმის დაწვას უწყობენ ხელს.
4. ყურძენი და ვაშლი
ვაშლი სწორი კვების მიმდევრებისთვის ნამდვილი აღმოჩენაა. მასში ბევრი ძვირფასი მიკროელემენტია, შეიცავს ბევრ ბოჭკოს და ანტიოქსიდანტებს, ახშობს შიმშილის გრძნობას. მას ვინც ბევრ ვაშლს მიირთმევს ცელულიტი გაცილებით გვიან ან საერთოდ არ უჩნდება!
ვაშლისგან განსხვავებით ყურძენი ნამდვილი მავნებელია. მასში ბევრი შაქარი შედის და მისი კანი კი ძალიან ძნელად მუშავდება. გარდა ამისა მისი მჟავა კბილის ემალს აზიანებს.
5. ბანანი და გრეიფრუტი
გრეიფრუტი – ეს ხილი ნომერ პირველია ჭარბ წონასთან ბრძოლაში. ის კარგად წვავს ცხიმს, გვეხმარება ცელულიტისგან გათავისუფლებაში. თუ საღამოს რაიმე მძიმე მიირთვით, გრეიფრუტი შეჭამეთ. ბაბანი გაცილებით ძნელად გადამუშავდება და წონის მატებასაც უწყობს ხელს. ასე, რომ თუ ფრომაში ყოფნა გსურთ, დღეში ერთ ბანანზე მეტს ნუ მიირთმევთ.
რედაქციის რჩევა
ყველა ხილის სასარგებლოა თუ მათ ნორმალური დოზით მიიღებტ. არ ღირს რომელიმე ხილის ან ბოსტნეულის თქვენი რაციონიდან სამუდამოდ გამორიცხვა, რადგან ყოველ მათგანს აქვს დადებითი თვისებები და შემადგენლობა რომელიც თქვენს ორგანიზმს წაადგება! ეცადეთ შედარებით მძიმე და კალორიული ხილი დღის პირველ ნახევარში მიირთვათ!