ცომი ვაფლებისთვის + ტოპ – 4 საუკეთესო რეცეპტი ვაფლის მოსამზადებლად!

1778

ვაფლის მომზადების უამრავი მეთოდი არსებობს. ჩვენ დღეს 4 სხვადასხვა ვარიაციებს შემოგთავაზებთ!

ხარშუნა ვაფლი

ინგრედიენტები

  • კარტოფილის სახამებელი
  • შაქარი
  • კვერცხი
  • მარილი
  • მარგარინი
  • ვანილი

მომზადება

250გ რბილი მარგარინი ათქვიფეთ ბლენდერით (უნდა მიიღოთ არაჟნის კონსესტენცია). დაუმატეთ ვანილი, მარილი, 350გ შაქარი, 0,5კგ კარტოფილის სახამებელი და 5 კვერცხი. კარგად მოურიეთ და გამოაცხეთ.

ფხვიერი ვაფლი

ინგრედიენტები

  • კონიაკი
  • კვერცხი
  • ფქვილი
  • მარგარინი
  • შაქარი
  • მარილი

მომზადება

4 კვერცხი და 150გ შაქარი ათქვიფეთ აქაფებამდე, დაუმატეთ 180გ ფქვილი, 70გ კონიაკი, მარილი და გამღვალი (გაგრილებული) მარგარინი. კარგად მოზილეთ და გამოაცხეთ.

ვაფლი სოდით

ინგრედიენტები

  • სოდა
  • ფქვილი
  • შაქარი
  • რძე
  • ლიმონის ქერქი
  • კვერცხი
  • მარილი

მომზადება

2 კვერცხის ცილა და გული განაცალკევეთ ერთმანეთისგან. ცილა ათქვიფეთ აქაფებამდე, ხოლო 2 გუკი, 250გ რძე, 40გ შაქარი და ლიმონის ქერქი გადაურიეთ ერთმანეთს, ნელ-ნელა დაუმატეთ 180გ ფქვილი და 2გ სოდა. შეაერთეთ ცილის და გულის მასა, მოუიეთ და გამოაცხეთ.

სადღესასწაულო ვაფლი

  • სახამებელი
  • ვანილი
  • კვერცხი
  • არაჟანი
  • მარილი
  • მარგარინი
  • ფქვილი
  • სოდა
  • არაჟანი

მომზადება

150გ მარგარინი, 125გ შაქარი და 1 პაკეტი ვანილი დააბლენდერეთ. განაცალკევეთ ცილა და გული (3 კვერცხი), გულს დაუმატეთ 125გ ფქვილი, 75გ სახამებელი და 50 არაჟანი, კარგად მოურიეთ, დაუმატეთ ცილის მასა. მიღებული ცომი გამოაცხეთ.

სასარგებლო რჩევები

  1. რათა ვაფლი გამოგივიდეთ ხარშუნა, ისინი ფირფიტებდ არ დაალაგოთ. 
  2. ვაფლს ძალიან უხდება ათქვეფილი ნაღების ან არაჟნის კრემი, მაგრამ თუ ეს ინგრედიენტები არ გაქვთ, დესერტს შეგიძლიათ მოაყაროთ ვანილის და შაქრის ფხვნილის ნაზავი.

გემრიელად მიირთვით!