პოლონური ტორტი “კარპატკა” – გიგანტური ეკლერი

ტორტი “კარპატკა” წარმოშობით პოლონეთიდან გახლავთ, მას თავზე უსწრომასწორო ფენას ადებენ რათა ის მთის რელიეფს გავდეს. მისი კრემი მოხარშული პუდინგია, ამიტომ შეგიძლიათ ის სახლშიც მოამზადოთ ან მაღაზიაში შეიძინოთ და უბრალოდ რძეში გააზავოთ.

ინგრედიენტები ცომისთვის:

  • 250 მილიგრამი წყალი
  • 125 გრამი კარაქი
  • 180 გრამი ფქვილი
  • 5 კვერცხი
  • მწიკვი მარილი
  • 25 გრამი შაქრის პუდრა – მოსაყრელად

ინგრედიენტები კრემისთვის:

  • 500 მილიგრამი რძე
  • 200 გრამი კარაქი
  • 50 გრამი ფქვილი
  • 50 გრამი კრახმალი
  • 150 გრამი შაქარი
  • 15 გრამი ვანილის შაქარი

მომზადების წესი:

1. დავიწყოთ ცომის მომზადება. ქვაბში ჩაასხით წყალი, ჩადევით კუბებად დაჭრილი კარაქი და მარილი მოაყარეთ. ნარევი ნელ ცეცხლზე გაალღვეთ, მუდმივად ურიეთ და არ აადუღოთ!

2. როგორც კი კარაქი გალღვება – ცეცხლიდან გადმოდგით. დაუმატეთ ფქვილი და კარგად მოურიეთ. კვლავ დააბრუნეთ ნარევი ქურაზე და ხარშეთ სანამ ცომი არ შეიკვრება. ეს დაახლოებით 3 წუთს საჭიორებს. ქვაბის ფსკერზე ქერქი გაჩნდება.

3. ცომი დიდ ჯამში გადაიტანეთ, სათითაოდ უმატეთ კვერცხი და თან ურიეთ. ყურადღება მიაქციეთ,რ ომ ცომი ძალიან არ გათხელდეს. აჯობებს კოვზით ურიოთ და მიქსერი არ გამოიყენოთ. ცომი სქელი, ერთგვაროვანი და პრიალა უნდა იყოს.

4. ჟარუნაზე ქაღალდი გადააფარეთ და ცომი ზედ მოათავსეთ. ეს შეგიძლიათ კოვზით ან საკონდიტრო შპრიცით გააკეთოთ. ზედაპირი უსწორო უნდა იყოს!

5. აცხვეთ 35 წუთი – 200 გრადუსზე გაცხელებულ ქურაში. ამ დროის განმავლობაში აჯობებს ღუმელის კარი არ გამოაღოთ.

6. სანამ ცომი ცხვება კრემი მოვამზადოთ. კარაქი მაცივრიდან წინასწარ გამოიღეთ, ის რბილი უნდა იყოს. გაათბეთ 100 გრამი რძე, დაუმატეთ ფქვილი, სახამებელი და კარგად აურიეთ, ისე რომ კორკოშალები არ გაუჩნდეს. დარჩენილი რძეც ჩაამატეთ, დაუმატეთ ჩვეულებრივი და ვანილის შაქარი. ხარშეთ ნელ ცეცხლზე – შესქელებამდე. არ დაგავიწყდეთ მუდმივად ურიოთ.

7. სქელი კრემი ჯამში გადაიტანეთ და საკვები ცელოფანი გადააფარეთ, ბოლომდე გააცივეთ. დროდადრო ურიეთ.

8. მიქსერით ან ხელით ათქვიფეთ კარაქი. ძალიან ნელა დაუმატეთ მოხარშული პუდინგი და კარგად ურიეთ.

9. გამომცხვარი ფენა ორ ნაწილად გაჭერით და ერთ ნაწილს კრემი უხვად წაუსვით. ის შუაზე. თუ პატარა ფორმა გაქვთ ორი ფენა გამოაცხვეთ.

10. ძალიან ფრთხილად დაადეთ კრემს მეორე ფენა. ხელი არ დააჭიროთ. მოაყარეთ შაქრის პუდრა და მინიმუმ 1 საათით მაცივარში შედგით.

ეს დახვეწილი გემოს მქონე ტორტი, ყველაზე კაპრიზულ გურმანსაც კი მოხიბლავს! შეგიძლიათ მასში სხვადასხვა ვარიაციის კრემები გამოიყენოთან ხილიდაუმატოთ.