უგემრიელესი დესერტი “ტირამისუ” – იტალიის სავიზიტო ბარათია, ისევე როგორც პიცა ან პასტა. მის მომზადებაზე არცერთი დიასახლისი იტყვის უარს, თუმცა მისი ინგერდიენტების ნებისმიერ მაღაზიაში პოვნა ზოგჯერ ძნელია. მაგალიათად, იტალიური ორცხობილა “სავოიარდი” ნებისმიერ მაღაზიაში არ იყიდება… ამიტომ დღეს ადაპტირებულ რეცეპტს შემოგთავაზებთ, რომლესაც იგივე გემო ექნება და დესერტიც ჰაეროვანი გამოვა.
ტორტი “ტირამისუ”
ინგრედიენტები ბისკვიტისთვის
- 4 ცალი კვერცხი
- 100 გრამი ფქვილი
- 25 გრამი კრახმალი
- 100 გრამი შაქარი
- 25 გრამი კარაქი
გულსართის ინგრედიენტები:
- 100 გრამი შავი შოკოლადი
- 400 მილიგრამი ცხიმიანი ნაღები (30% და მეტი ცხიმიანობით)
- 500 გრამი მასკარპონე
- 75 გრამი შაქრის ფხვნილი
ინგრედიენტები დასანამი სითხისთვის
- 150 გრამი მაგარი ყავა
- 120 მილიგრამი ყავის ლიქიორი
ინგრედიენტები მოსართავად
- კაკაოს ფხვნილი
მომზადების წესი:
1. ფქვილი და სახამებელი გაცერით. შეურიეთ ერთმანეთს
2. ათქვიფეთ კვერცხი შაქართან ერთად აქაფებამდე. მისი მოცულობა ორჯერ უნდა გაიზარდოს.
3. ფქვილი კვერცხიან მასაში ნელ-ნელა ჩაყარეთ და ფრთხილად აურიეთ. შემდეგ დაუმატეთ დამდნარი და ოთახის ტემპერატურამდე გაგრილებული კარაქი. კვლავ აურიეთ.
4. ცომი ზეთ წასმულ ფორმაში გადაიტანეთ და 180 გრადუსზე გაცხელებულ ქურაში შედგით. აცხვეთ 25 – 30 წუთი. ცხობისთვის განკუთვნილი დროის პირველ ნახევარში ქურას არ ვაღებთ. აცხვეთ მომზადებამდე. ბისკვიტის მზაობის შესამოწმებლად მასში ასანთის ღერი ცაარჭეთ. ის მშრალი უნდა დარცეს.
5. ბისკვიტი ბოლომდე გააცივეთ. შემდეგ გაჭერით სამ თხელ ფენად.
6. შოკოლადი მსხვილ სახეხზე გახეხეთ.
7. გასაპოხად ლიქიოდი ყავას შეურიეთ. თუ სპირტიან სასმელებს არ მოიხმართ შეგიძლიათ ყავას სიროფი დაუმატოთ.
8. მასკარპონე ჩანგლით დაჭყლიტეთ და 35 გრამი შაქრის ფხვნილი დაუმატეთ. ურიეთ სანამ ერთგვაროვან, კრემისებურ მასას არ მიიღებთ. მასკარპონე ნაზი, ცხიმიანი ხაჭოთი შეგიძიათ ჩაანაცვლოთ, თუმცა რეკომენდებული არ არის რადგან გემოთი სულ სხვა დესერტს მიიღებთ.
9. შემდეგ ათქვიფეთ ნაღები – 40 გრამ შაქრის პუდრასთან ერთად. ფრთხილად აურიეთ მასკარპონესთან.
10. გაამზადეთ მრგვალი ფორმა, მასში პერგამენტი მრგვალად მოათავსეთ, პერგამენტის სიმაღლე ფორმის სიმაღლეზე გაცილებით მაღალი უნდა იყოს! შემდეგ მასში ბისკვიტის ერთი ფენა ჩადევით.
11. ფენას მესამედი ყავიანი სითხე მოასხით, წაუსვით კრემის მესამედი და შოკოლადის ფხვნილის მესამედი მოაყარეთ.
12. იგივე გაიმეორეთ ბისკვიტის მეორე ფენასთან. შემდეგ ზემოდან მესამე ფენა დაადეთ. ტორტის ზედაპირი მოაწორეთ.
13. მესამე ფენასაც მოასხით ყავიანი სითხე და მაცივარში შედგით 1.5 – 2 საათით. შემდეგ ტორტი გამოიღეთ, მოხსენით ფორმის კიდეები და პერგამენტი.
ტორტის კიდეები დარჩენილი კრემით მორთეთ. მოაყარეთ შოკოლადი. ტორტის თავი კაკაოს ფხვნილით მორთეთ.
14. სუფრაზე მიტანამდე ტორტი მაცივარში გააჩერეთ.