ხაჭოს ღვეზელი: დესერტი რომელიც ყველაზე დახვეწილ გურმანსაც კი გააოცებს!

ხაჭოს ღვეზელი – გასაოცარი ტკბილეული, რომელიც იდეალური დანამატია ყავის ან ჩაის თანხლებით გამართული სასიამოვნო საუბრებისას. რბილი, ნაზი, არომატული და რაც მთვავარია სახლში მომზადებული, უგემრიელესი დესერტი, რომლისგანაც ოჯახური სიმყუდროვე და სითბო გამოსჭვივის.

თუ ხაჭო არ გიყვართ, ეს მარტივად მოსამზადებელი დესერტი გულგრილს მაინც ვერ დაგტოვებთ! მოიძიეთ 1 საათი თავისუფალი დრო და თქვენი ახლობლები ამ შეუდარებელი რეცეპტით გააოცეთ, გარწმუნებთ ის თქვენი სუფრის ხშირ სტუმრად იქცევა!

ინგრედიენტები:

  • 1.5 ჭიქა ფქვილი
  • 100-125 გრამი კარაქი
  • 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 0.5 სუფრის კოვზი შაქარი

გულსართის ინგრედიენტები:

  • 450-500 გრამი ხაჭო
  • 3 კვერცხი
  • 1 სუფრის კოვზი არაჟანი
  • 1 ჩაის კოვზი ვანილის შაქარი
  • 0.5 სუფრის კოვზი შაქარი

მომზადების წესი:

1. შერბილებულ კარაქს შაქარი შეურიეთ.
2. გამაფხვიერებელი ფქვილში გადაურიეთ და მას კარაქის მასა დაუმატეთ. საგულდაგულოდ მოურიეთ. შედეგად ფქვილის ნამცეცები უნდა მიიღოთ. სწორედ ეს გახლავთ ცომი.
3. ხაჭო დასრისეთ ან დააბლენდერეთ, ის ნაზ მასად უნდა გადააქციოთ.
4. ხაჭოს არჟანი და კვერცხის გულები დაუმატეთ. კარგად აურიეთ.
5. კვერცხის ცილა შქართან ერთად თქვიფეთ სანამ ფუნფულა, ჰაეროვან მასას არ მიიღებთ (ბეზე). ჯამის დახრისას მასა არ უნდა იღვრებოდეს. მასას ხაჭო დაუმატეთ და კვლავ ათქვიფეთ.
6. საცხობ ფორმაში ცომის 2/3 მოათავსეთ. ზემოდან გულსართი განაწილეთ და მას ცომის მოტოვებული 1/3 ნაწილი ზემოდან მოაყარეთ. სურვილისამებრ ღვეზელი ახალი ან გაყინული ხილით მორთეთ.
7. ღუმელი 180 გრადუსზე გააცხელეთ და ღვეზელი მასში 25 წუთის მანძილზე აცხვეთ.

ხაჭოს ღვეზელი – მაღაზიაში შეძენილი დესერტების შესანიშნავი და უგემრიელესი ალტერნატივაა. რაც მთავარია უმარტივესია და ნატურალური კომპონენტებისგან მზადდება!