ერთი შეხედვით ძალიან გავს კარტოფილ ფრის. თქვენ ვერასდროს ვერ მიხვდებით რისგან არის ეს კერძი.

786

მე ძალიან მიყვარს ფილმის ყურებისას გემრიელობების ჭამა. ეს ძალაინ ხშირად კარტოფილი ფრი, ჩიფსი ან პოპკორნია. დღს ჩვენ სასარგებლო კერძის მომზადებას გთავზობთ. ხრაშუნა ყაბაყი, რომელიც ერთი შეხედვით ძალიან გავს კარტოფილ ფრის.

ინგრედიენტები

  • 2 ყაბაყი
  • 100გ საფანელი
  • 100გ გახეხილი პარმეზანი
  • მარილი
  • 2 კვერცხი
  • 3 სუფრის კოვზი
  • გამომშრალი სანელებლები
  • მწვანილები

მომზადება

1.დაჭერით ყაბაყი, რომელიც ოდნავ დიდი იქნება კარტოფილ ფრიზე.

2.საფანელი, ყველი, მწვანილი, სანელებლები და მარილი შეურიეთ ერთმანეთს.

3.ჯამში ათქვიფეთ კვერცხი.

4.ყაბაყი ამოავლეთ კვერცხში, შემდეგ კი საფანელის მასაში.

5.ფორმაში ჩააფინეთ ქაღალდი და გადაიტანეთ შეკაზმული ყაბაყი.

6.გამოაცხვეთ 200 გრადუსზე.

7.გამოაცხვეთ 15-20 წუთი.

მზად არის!

მიირთვით მაიონეზთან ერთად.